საპროტესტო აქცია: მომიტინგეებმა ზურაბიშვილს ახსნა-განმარტება მოსთხოვეს

© Sputnik / Alex Shlamovსაპროტესტო აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან
საპროტესტო აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცხოეთში მყოფ ზურაბიშვილს პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებისთვის პასუხს სთხოვენ.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა და პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებისთვის განმარტებები მოითხოვა.

© Sputnik / Alex Shlamovსაპროტესტო აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან
საპროტესტო აქცია: მომიტინგეებმა ზურაბიშვილს ახსნა-განმარტება მოსთხოვეს - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან

ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა. მათ შორის აღმოჩნდა რამაზ დევაძე, რომელიც 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობის გამო იყო გასამართლებული. ამან ოპოზიციისა და რიგითი მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია.

© Sputnik / Alex Shlamovსაპროტესტო აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან
საპროტესტო აქცია: მომიტინგეებმა ზურაბიშვილს ახსნა-განმარტება მოსთხოვეს - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან

აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერები წარწერებით „სირცხვილია“ და „კრიმინალი პრეზიდენტი“. მათ ზურაბიშვილის ნახვა სურდათ, რათა მათ კითხვებზე პასუხი გაეცა. თუმცა პრეზიდენტი ქვეყანაში არ იმყოფება – ის ვიზიტით პოლონეთშია.

„თუ საჭირო იქნება, ხვალაც შევიკრიბებით, იქამდე, ვიდრე (პრეზიდენტი) არ გააკეთებს განმარტებებს, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული პირი, რომელსაც თავისი სასჯელის ნახევარიც არ მოუხდია", – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

© Sputnik / Alex Shlamovსაპროტესტო აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან
საპროტესტო აქცია: მომიტინგეებმა ზურაბიშვილს ახსნა-განმარტება მოსთხოვეს - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან

მისი თქმით, როდესაც პოლიციელი არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, რიგითი მოქალაქე კიდევ უფრო დაუცველია.

„ამით პრეზიდენტმა პრაქტიკულად დააკანონა კრიმინალი, შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელის მუნდირს, რომელიც 24 საათის განმავლობაში გვიცავს. დღეს ჩვენ თანაგრძნობა გამოვუცხადეთ პოლიციელებს და ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება გავაპროტესტეთ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნიკა ფარულავამ.

© Sputnik / Alex Shlamovსაპროტესტო აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან
საპროტესტო აქცია: მომიტინგეებმა ზურაბიშვილს ახსნა-განმარტება მოსთხოვეს - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან

ზურაბიშვილმა ვიზიტის დროს საკითხის კომენტირებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ამას ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ გააკეთებს. მეტიც, პრეზიდენტმა გამოთქვა სინანული იმის გამო, რომ ევროპაში მისი ვიზიტის დროს, სადაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, სხვა თემაზე ყურადღების გადატანის მცდელობას აქვს ადგილი.

ყველა ახალი ამბავი
0