თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში დენის დარტყმის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო პორტალი kvira.ge.
შემთხვევა თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დენმა იმ დროს დაარტყა, როდესაც ის საოჯახო სასტუმროს ფასადზე აბრას ამაგრებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.