თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი ფილმის „ფორსაჟის“ მსახიობი კევინ ჰარტი საშინელ ავარიაში მოხვდა, ინფორმაციას გამოცემა 6abc ავრცელებს.
Kevin Hart bought himself a 1970 Barracuda for his birthday in July .
— Nabeel Zainal 🇧🇭 (@nbz_bh) September 1, 2019
He wrecked it last night 💔 pic.twitter.com/kfl3MmCk5B
შემთხვევა ამერიკაში, კალაბასის სამხრეთით, ლოს-ანჯელესის ოლქში მოხდა. ავტომანქანა ხის ღობეს შეეჯახა და ძლიერ დაზიანდა.
Kevin Hart's car went off the road in a terrible accident and is lucky to be alive... I absolutely HATE driving on Mulholland. Those of you in LA know what I mean. I pray for a speedy recovery for him and everyone involved... pic.twitter.com/jQjpa5bPIw
— BlkAnMild 🔜 TwitchCon 2019 (@BlakAnMild) September 1, 2019
გამოცემა წერს, რომ მსახიობმა სერიოზული დაზიანებები მიიღო. ავარიისას ავტომანქანაში სულ სამნი ისხდნენ – მსახიობი, მისი მძღოლი და კიდევ ერთი მგზავრი. მძღოლი და კევინი კლინიკაში მოათავსეს, მსახიობს ზურგი აქვს დაზიანებული.
პოლიცია მომხდარის მიზეზებს იძიებს. აღსანიშნავია, რომ შემთხვევის მომენტში კევინის მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა.