Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ჯანეტ ქერდიყოშვილი ორსულობას აღარ მალავს - ნოე სულაბერიძე ორსული მეუღლის ფოტოს აქვეყნებს

© Photo: janet Kerdikoshvili / FBჯანეტ ქერდიყოშვილი
ჯანეტ ქერდიყოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მის საქართველოს“ ტიტულის მფლობელი ჯანეტ ქერდიყოშვილი ორსულადაა

ნოე სულაბერიძის და ჯანეტ ქერდიყოშვილის წყვილი დღითი დღე მეტად პოპულარული და განხილვადი ხდება. მათი მოგზაურობა, ჩაცმის სტილი, ცხოვრების წესი, სამეგობრო წრე თუ ერთი ბანალური დღე ბევრს აინტერესებს.

ჯანეტ ქერდიყოშვილი, მართალია მუცელს მალავდა, თუმცა პროდიუსერ ნოე სულაბერიძის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო ფოტოში Instagram-ზე კარგად ჩანს, რომ ჯანეტი ნამდვილად ორსულადაა.

საზოგადოებამ მათი ნიშნობის შესახებ 10 აპრილს სოციალური ქსელის მეშვეობით შეიტყო. ნოესთვის ეს მესამე ქორწინებაა. ჯანეტისთვის ეს პირველი შვილი იქნება, პროდიუსერს წინა ქორწინებებიდან ქალ-ვაჟი ჰყავს.

ცნობილი ტელეპროდუსერი ნოე სულაბერიძე და „მის საქართველო 2011“ ჯანეტ ქერდიყოშვილი 10 ივნისს დაქორწინდნენ. წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა. ერთმანეთი სოციალური ქსელით გაიცნეს. მათი წყვილი დიდ ინტერესს იწვევს.

ერთმანეთს იმდენად უხდებიან, თაყვანისმცემლების თქმით, გარეგნულად ჰგვანან კიდეც.

ყველა ახალი ამბავი
0