თელეთთან ავარიის შედეგად დაშავებულები ამ დრომდე რეანიმაციაში რჩებიან

© Government of Georgia photo: Government of Georgia / FBკლინიკა New Hospital-ის ახალი შენობა
კლინიკა New Hospital-ის ახალი შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მათი ერევანში გადაყვანა ვერ მოხერხდა.

თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სომხეთის ორი მოქალაქე „ნიუ ჰოსპიტალსის“ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ავარია თელეთთან: ორი დაღუპული და 15 დაშავებული

არსებული ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მათი ერევანში გადაყვანა ვერ მოხერხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ თელეთთან 31 აგვისტოს გამთენიისას მოხდა. დაიღუპა ორი ადამიანი. 20 დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს.

დაშავებულთა შორის 17 პაციენტი სომხეთის მოქალაქეა, ორი საქართველოს, ერთი კი – აზერბაიჯანის. ერთ-ერთი მიკროავტობუსი ერევნიდან ბათუმის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0