გია კორკოტაშვილი: ვუთხარი სან-რემოში მაქვს მონაწილეობა მიღებული მეთქი

© photo: courtesy of Gia Korkotahviliგია კორკოტაშვილი
გია კორკოტაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გია კორკოტაშვილი თავის ბავშვობას და იმ ადამიანებს იხსენებს, ვინც გამორჩეულად უყვარდა და მის ცხოვრებაში კვალი დატოვა.

 

გია კორკოტაშვილი: ვუთხარი სან-რემოში მაქვს მონაწილეობა მიღებული მეთქი

„ისეთ ადამიანს, რომელიც პატივს არ მცემს და „ბატონო გიას“ მეძახის ქილიკს ვამჩნევ, მოსიყვარულე ადამიანისგან კი ყველაფერს მივიღებ. საზოგადოდ ყველა კორკოტას მეძახის და კორკოტა უკვე სკოლიდან, პირველი კლასიდან ვარ. ნახევარ ზაფხულს კახეთში ვატარებდი, ნახევარს კი გურიაში, ორივე კუთხის მუღამი კარგად ვიცი. ვხვდები სიეშმაკე როდის იწყება ადამიანში და გახსნილი როდის არის“- ამბობს გია კორკოტაშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

მსახიობი გია კორკოტაშვილი იხსენებს როგორ არ უნდოდა, მაგრამ ბებია ყოველ დილით ძალიან ადრე აღვიძებდა რათა მზის ამოსვლა ენახა და ეს ლამაზი სანახაობა დღემდე ახსოვს.

ყველა ახალი ამბავი
0