Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ერთი შიშველი ფოტოც გამოაქვეყნე“- შორენა ბეგაშვილმა საცურაო აუზზე აღფრთოვანება გამოიწვია

© Photo: Shorena Begashvili / FBშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოებას, შორენა ბეგაშვილისგან სითამამე არ უკვირს. ქალბატონები მას ბაძავენ, ხოლო მამაკაცები მისი გარეგნობით ტკბებიან. ტელეწამყვანმა მორიგი შოკისმომგვრელი სურათები გამოაქვეყნა

 

სექს-სიმბოლოდ აღიარებული მსახიობი მუდმივი ყურადღების ეპიცენტრში ყოფნას ყველგან და ყოველთვის ახერხებს. საკმარისია, შორენამ ახალი ტანისსამოსი, ტუჩსაცხი ან ფეხსაცმელი მოირგოს ფანების დაინტერესება არ წყდება. მისი სილამაზით და თავის მოვლის რეცეპტით ნებისმიერი ადამიანი ინტერესდება. მამაკაცები კი, სატელევიზიო სახის ცეცხლოვანი ფორმებისგან შოკში ვარდებიან და კომპლიმენტებს არ იშურებენ.

ტელეწამყვანის მიმზიდველი, ცეცხლოვანი და სექსუალური გარეგნობა, გარდა თაყვანისმცემლებისა, ბევრი ბრენდის ყურადღებასაც იპყრობს. თაყვანისმცემლებს შთაბეჭდილება რჩებათ, რომ შორენა არასდროს ისვენებს და მუდამ მუშაობს. მას ფოტოსესიები მზესუმზირის ველში, საცურაო აუზზე და სხვადასხვა კომპანიების ოფისში აქვს.

უცნობი არაა, რომ შორენას ცხოვრება ბევრ ადამიანს აინტერესებს. საზოგადოების ინტერესების  გათვალისწინებით, შორენა თაყვანისმცემლებს უამრავ ფოტოს, „სთორის“, ვიდეოს უზიარებს. მიუხედავად ამისა, ადამიანები გამოქვეყნებული ფოტო-ვიდეომასალით არ კმაყოფილდებიან და მოთხოვნებიც სულ იზრდება.

ერთ-ერთმა მომხმარებელმა, ტელეწამყვანის გამოქვეყნებულ ფოტოს ინტრიგნული კომენტარი დაურთო: „ერთი შიშველი ფოტო გამოაქვეყნე“- წერს მამაკაცი. შიშველი შირენას ხილვა, ფოტოების გახდა, ფილმებში არის შესაძლებელი.

ყველა ახალი ამბავი
0