ელდარ შენგელაია: დედას ავუკრძალე იქ მოსვლა, არ მინდოდა იმის გამო ჩამებარებინა, რომ ნატო ვაჩნაძის შვილი ვარ
„გადავწყვიტე, რომ ჰიდროტექნიკურ ფაკულტეტზე ჩამებარებინა, რადგან იმ პერიოდში სტალინმა ჰესების მშენებლობა დაიწყო. ერთი სემესტრის მერე მივხვდი, რომ ჩემი საქმე არ იყო. ამის მერე გადავწყვიტე, რომ მოსკოვში კინო-სარეჟისოროზე მესწავლა. დედამ დოდო ალექსიძესთან მიმიყვანა იმ იმედით, რომ დოდო იტყოდა ამ პროფესიაში არ ივარგებსო. თუმცა მან მომისმინა, ძალიან მაქო-ნიჭიერი ბიჭია და წავიდეს მოსკოვში ჩააბაროსო“-ამბობს ელდარ შენგელაია სატელევიზიო გადაცემაში.
რეჟისორი ელდარ შენგელაია იხსენებს, რომ მოსკოვში სწავლის დროს მის გვერდით მერაბ კოკოჩაშვილი ცხოვრობდა, მასთან სტუმრად კი ხშირად დადიოდნენ ოთარ იოსელიანი და ბორია ანდრონიკაშვილი.