საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტანი მსოფლიო ჩემპიონატზე მედლის გარეშე დარჩა

© courtesy of Georgian Judo Federationვარლამ ლიპარტელიანი
ვარლამ ლიპარტელიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურნირის დასრულებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრების აქტივში ორი მედალია.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა და ლიდერმა ვარლამ ლიპარტელიანმა ვერ შეძლო საპატიო კვარცხლბეკზე ასვლა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ამ დღეებში ტოკიოში იმართება.

100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლიპარტელიანმა ¼ ფინალში პორტუგალიელ ხორხე ფონსეკთან წააგო. ქართველ ძიუდოისტს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი ჰქონდა, მაგრამ რეპეშაჟში ჰოლანდიელ მაიკლ კორელთან დამარცხდა, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა. 

ტურნირზე ასპარეზობის ექვსი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების აქტივში კვლავ ორი მედალია – 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა, ხოლო 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიგო.

მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ინდივიდუალურ ორთაბრძოლებში ქართველ გულშემატკივრებს მედლების რაოდენობის გაზრდის იმედი აქვთ. მამაკაცები +100 კგ წონით კატეგორიაში ჯილდოებს გაათამაშებენ, სადაც საქართველოს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი და მსოფლიო რეიტინგის ლიდერი გურამ თუშიშვილი წარადგენს. ქართველი ძიუდოისტის პირველი მოწინააღმდეგე ტურნირზე ინდოეთის წარმომადგენელი შუბხამ კუმარი იქნება.

ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი ტოკიოში კვირას, 1 სექტემბერს გუნდური შეჯიბრებებით დასრულდება, რომელშიც საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0