მუსიკოსი ამერიკაში, ანგელოზთა ქალაქში, ლოს-ანჯელესში ისვენებს. საბერძნეთის დედაქალაქში მოღვაწე ქართველი მომღერალი საქართველომ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. თამთას ერთ-ერთი გამორჩეული პროექტის ჟიურის წევრობა შესთავაზეს, და ისიც სამშობლოს დროებით, მაგრამ დიდი სიხარულით დაუბრუნდა. ქართველი მსმენელი მას ულევი სიყვარულითა და აღფრთოვანებით შეხვდა.
პროექტის მსვლელობისას თამთა არაორდინალურობით და კრეატიულობით გამოირჩეოდა. კონკურსანტების მიმართ განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს იჩენდა და ამით უფრო მეტ ყურადღებას იქცევდა. პირველი სეზონი მისი და ახლა უკვე ცნობილი მომღერლის თორნიკე ყიფიანის ტრიუმფით დასრულდა. საქართველოსთვის „X ფაქტორი“ სიახლე იყო, თამთამ კი შრომისმოყვარეობის შედეგად პირველ წარმატებას მიაღწია.
ბერძნებმა თამთა შოუ „სუპერ აიდოლით“ გაიცნეს. ამ პროექტმა მას პოპულარობა მოუტანა და მომღერალი ფინალში გავიდა, საბოლოოდ კი მეორე ადგილი დაიკავა. მის პოპულარობას ქარიზმატულობამ, ენერგიულობამ და თვალშისაცემმა გარეგნობამ ხელი შეუწყო.
წელს კი ბერძენი და ქართველი მსმენელი თანაბრად გააბედნიერა. „ევროვიზია 2019“-ზე მისი გამოჩენა დიდი შოკი იყო. შემსრულებელი „ევროვიზიაზე“ კვიპროსის სახელით გამოვიდა და კონკურსის ფინალისტიც გახდა. მუსიკოსი ჟიურისა და მაყურებლების წინაშე წარდგა კომპოზიციით Replay.
თამთა გოდუაძე, როგორც აღვნიშნეთ, საბერძნეთში მოღვაწეობს. მან პოპულარობა 2004 წელს მოიპოვა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება მოუტანა სიმღერებმა Ilious Ke Thalasses და With Love. პოპვარსკვლავი 2019 წლის „ევროვიზიის“ ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება.