Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მოგონებების ცეცხლში დაიწვები...“ – გია სურამელაშვილი შეყვარებულს დაშორდა?

© Facebook / Gia suramelashviliგია სურამელაშვილი
გია სურამელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ჩანს, გიას ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა. ის შეყვარებულს დაშორდა. ნახეთ, რას წერს პოპულარული მუსიკოსი...

მომღერალი გია სურამელაშვილი წლების წინ დაოჯახდა. მომღერალს ერთი ვაჟი, 25 წლის ნუგო სურამელაშვილი ჰყავს, რომელსაც ეკრანზე გამოჩენა არ უყვარს და საზოგადოება მას არ იცნობს.

ერთ დროს ცნობილი და ყველასათვის საყვრელი მომღერალი გია სურამელაშვილი გულახდილობით გამოირჩევა. სხვა ვარსკვლავებთან შედარებით მედიასთან კომუნიკაცია ძალიან ხიბლავს და ნებისმიერ გადაცემაში საზეიმო განწყობას ქმნის.

გია სურამელაშვილის პოპულარობამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. თბილისის ქუჩებში ხალხი ერთმანეთს ესროდა. გია კი ფილარმონიის დარბაზს ავსებდა. მასზე შეყვარებული ქალბატონები ცრემლებს და ემოციურ შეძახილებს არ მალავდნენ.

იუმორით აღსავსე შემსრულებელი საკუთარ ემოციებს არასდროს მალავს. გულწრფელობით გამოირჩევა და ამიტომ მასთან ურთიეთობა ადვილია. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ მეგობრებს ეხება. პირად ურთიერთობაში გია საკმაოდ მომთხოვნი და მკაცრია. თავად აღნიშნავს, რომ ხშირად უხეში ხდება. მომღერალმა სოციალურ ქსელში სახალისო პოსტი დაწერა და მეგობრები აიყოლია. „ჩემო ყოფილო, იმედია ეს ფოტო ჩემ თავს გაგახსენებს და მოგონებების ცეცხლში დაიწვები!“ – წერს გია.

უცნობია, ნამდვილად დაშორდა თუ არა გია შეყვარებულს, მაგრამ მეგობრები მას ამხნევებენ და ინტერესდებიან, თუ ვინ გააბრაზა.

ყველა ახალი ამბავი
0