„2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით, სახელმწიფო გრანტი 6 546-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. მათგან 100%-იანი გრანტი 1011-მა აბიტურიენტმა მიიღო, 70%-იანი დაფინანსება მიიღო 1455-მა აპლიკანტმა, ხოლო 50%-იანი დაფინანსება 4083-მა აბიტურიენტმა. მინდა მივმართო აბიტურიენტებს. ეს ინფორმაცია, რასაც თქვენ ნახავთ ჩვენს ვებ-გვერდზე, არ ნიშნავს ჩარიცხვას, ეს არის მხოლოდ ჩარიცხვის უფლების მოპოვება. თქვენ აუცილებლად უნდა მიბრძანდეთ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც ჩაირიცხეთ, დადგენილ ვადებში უნდა წარადგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლებით ჩარიცხულად“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.
გორგოძის განცხადებით, არის აპლიკანტების დაახლოებით 2%, რომელმაც გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სავალდებულო საგანში, მაგრამ ვერ ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში, რადგან არ ჰქონდა შესაბამისი არჩევანი გაკეთებული. გორგოძის განცხადებით, ეს მოხდა იმ შემთხვევებში, როდესაც პროგრამაზე იყო მაღალი კონკურსი ან გაზრდილი იყო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.