Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნატატასა და თინანოს მამა ნოდარ მელაძე – თეა ადეიშვილი ემოციურ ფოტოებს აქვეყნებს

© photo: Nodar Meladze / FBნოდარ მელაძე
ნოდარ მელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„რუს­თა­ვი 2“-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ცოტა ხნის წინ ტყუპი ქალიშვილის მამა გახ­და.

„რუს­თა­ვი 2“-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ნო­დარ მე­ლა­ძე რამდენიმე დღის წინ მამა გახ­და. ჟურნალისტი „ფეიბუქის“ პირად გვერდზე შვილების ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მან გოგონებს ნა­ტა­ტა და თი­ნა­ნო და­არ­ქვა.

ჟურნალისტი თეა ადეიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ნოდარ მელაძის და მისი ტყუპების ფოტოებს აქვეყნებს.

 

„სხვა ცხოვ­რე­ბა, სხვა გან­ცდა, სხვა გრძნო­ბა. დღე­ი­დან ორი შვი­ლის მამა ვარ. ნა­ტა­ტა და თი­ნა­ნო მე­ლა­ძე­ე­ბი და­ი­ბად­ნენ. Tea Tsetskhladze მად­ლო­ბა ამ დღის­თვის“, – დაწერა მე­ლა­ძემ.

რამდენიმე დღეში რომ ტყუპებს ელოდებოდა, ნოდარ მელაძემ თანამდებობიდან გათავისუფლების დროს გამართულ ბრიფინგზეც განაცხადა და აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება.

ბავ­შვე­ბის დედა აჭარელი ჟურნალისტი თეა ცე­ცხლა­ძეა, რო­მე­ლიც ასე­ვე წლე­ბია მასმე­დი­ა­ში მოღ­ვა­წე­ობს. ის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია და ამას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზეც ღიად გამოხატავს. თეა ცეცხლაძე რამდენიმე წლის წინ აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ის დი­რექ­ტო­რი იყო, ბო­ლოს კი „რუს­თა­ვი 2“-ში მუშაობდა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას გადაწყვეტილებით ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და არხის სხვა თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ყველა ახალი ამბავი
0