ფანჯიკიძე: დეპრესია ეს არის ფეხმძიმობა საკუთარ გვამზე

© photo: Natia Panjikidze / FBნათია ფანჯიკიძე
ნათია ფანჯიკიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფსიქოთერაპევტი ნათია ფანჯიკიძე დეპრესიაზე საუბრობს.
ფანჯიკიძე: დეპრესია ეს არის ფეხმძიმობა საკუთარ გვამზე

„ძალიან ხშირად ვამბობ, რომ დეპრესია – ეს არის ფეხმძიმობა საკუთარ გვამზე, რადგან დეპრესია გახლავთ ჩვენივე მკვდარი, გარდაცვლილი ნაწილების შიგნითვე ტარება. დეპრესია შეიძლება დაიწყოს ძალიან ადრეულ ახალგაზრდობაში. შესაძლოა ეს იყოს ბავშვობაში, მოზარდობის ასაკში. ზრდასრულ ასაკში ის უფრო გააზრებულია, ბავშვები კი მას ვერანაირ სახელს ვერ არქმევენ“, – ამბობს ნათია ფანჯიკიძე.

ფსიქოთერაპევტის თქმით, ბავშვების შემთხევაში დეპრესია გამოვლინდება უფრო სომატურად – ან საერთოდ აღარ სძინავს მოზარდს ან, პირიქით, ძალიან დიდხანს სძინავს, ხშირად ავადმყოფობს და აქვს მაღალი ტემპერატურა.

ყველა ახალი ამბავი
0