გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები

© courtesy of NAECაბიტურიენტები გამოცდის წინ
აბიტურიენტები გამოცდის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, სწავლის გაგრძელების უფლება კი 28 740-მა აპლიკანტმა მოიპოვა.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. გამოქვეყნდა 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

წლევანდელი შედეგებით, გამოცდები რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 71%-მა ჩააბარა. აბიტურიენტებს ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ ინფორმაციის ნახვა online.naec.ge-ზე უკვე შეუძლიათ.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო 41 ათასი აბიტურიენტი. სწავლის გაგრძელების უფლება კი 28 740-მა აპლიკანტმა მოიპოვა. შედეგების თანახმად, სახელმწიფო გრანტი 6 546-მა აბიტურიენტმა მიიღო, მათგან 100%-იანი გრანტი 1011-მა აპლიკანტმა დაიმსახურა, 70%-იანი დაფინანსება მიიღო 1455-მა ახალგაზრდამ, ხოლო 50%-იანი დაფინანსება – 4083-მა აბიტურიენტმა.

საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო
გამოქვეყნდა საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის თქმით, არიან ისეთი აპლიკანტებიც, რომლებმაც გადალახეს მინიმალური ბარიერი, თუმცა ვერ ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებელში, რადგან არ ჰქონდათ თავისი ქულის შესაბამისი არჩევანი გაკეთებული.

„მინდა მივმართო აბიტურიენტებს. ეს ინფორმაცია, რასაც თქვენ ნახავთ ჩვენ ვებ-გვერდზე, არ ნიშნავს ჩარიცხვას, ეს არის მხოლოდ ჩარიცხვის უფლების მოპოვება. თქვენ აუცილებლად უნდა მიბრძანდეთ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც ჩაირიცხეთ, დადგენილ ვადებში უნდა წარადგინოთ შესაბამისი დოკუმენტი და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლებით ჩარიცხულად", – განაცხადა სოფო გორგოძემ.

ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები: რამდენ აბიტურიენტს შეეცვალა შეფასება>>

ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის და დიპლომირებული მედიკოსის პროფესიები აირჩა.

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში ჩატარდა. ჯამში 23 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა.

ყველა ახალი ამბავი
0