ცნობილი გახდა სად გაიმართება „ევროვიზია 2020“

© REUTERS/ TT NEWS AGENCY"ევროვიზიის" დროშები სტოკჰოლმის ცენტრში
ევროვიზიის დროშები სტოკჰოლმის ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
2020 წლის ევროვიზიის კონკურსის გამართვისთვის ნიდერლანდების ხუთი ქალაქი იბრძოდა.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. 2020 წლის „ევროვიზიას“ ნიდერლანდების ქალაქი როტერდამი უმასპინძლებს, ინფორმაციას „პირველი არხი“ ევროპის მაუწყებელთა კავშირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ალექსანდრე ზაზარაშვილი - Sputnik საქართველო
ალექსანდრე ზაზარაშვილი „ევროვიზიაზე" უკრაინის სახელით წარდგება?

ნიდერლანდებმა საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის მასპინძლობის უფლება მას შემდეგ მოიპოვა, რაც ისრაელში მაისში გამართული კონკურსის გამარჯვებული ჰოლანდიის წარმომადგენელი დუნკან ლორენსი გახდა.

2020 წლის „ევროვიზიის“ მუსიკალური კონკურსის ფინალი 16 მაისს გაიმართება, ნახევარფინალები კი 12 და 14 მაისს. კონკურსის ორგანიზატორები ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებელი და ევროპის მაუწყებელთა კავშირი არიან.

საქართველოში „ევროვიზია 2020"-ისთვის შესარჩევი ტურები იწყება >>>

2020 წლის „ევროვიზიის“ კონკურსის გამართვისთვის ნიდერლანდების ხუთი ქალაქი იბრძოდა. საბოლოოდ, არჩევანის გაკეთება ღონისძიების ორგანიზატორებს როტერდამსა და მაასტრიხტს შორის მოუწიათ.

2020 წლის მაისში როტერდამს ეწვევიან დელეგაციები 40-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.

2020 წელს ნიდერლანდები „ევროვიზიას“ მეხუთედ უმასპინძლებს.

ყველა ახალი ამბავი
0