Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნანიკო ხაზარაძე ნახევრადშიშველ ქმართან აუზზე პოზირებს – წყვილი შეუდარებლად გამოიყურება

© courtesy of Naniko Khazaradzeნანიკო ხაზარაძე
ნანიკო ხაზარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე თვეა ნანიკო ხაზარაძის მიმართ საზოგადოება განსაკუთრებულ ყურადღებას იჩნეს. ტელეწამყვანი სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ დაოჯახდა. პირველი მეუღლისგან მას ერთი ქალიშვილი ჰყავს.

მშვენიერი ნანიკო ხაზარაძე პირად ცხოვრებას ფართო საზოგადოებას არასდროს უმალავს. ტელეეთერებში ხმამაღლა სხვადასხვა პრობლემებსა და საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს. 2018 წლის ნოემბერში ნანიკო ხელმეორედ დაქორწინდა.

მისი რჩეული საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ლევან მათითაშვილია. წყვილი ერთმანეთს დიდი ხნის მანძილზე ხვდებოდა. ბოლო დროს მათ ქალაქის ცენტრში ან სხვადასხვა ღონისძიებებზე ერთად ამჩნევდნენ. მათი ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმება წამყვანის თაყვანისმცემლებმა Facebook-ის გვერდიდან გაიგეს. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ლევან მათითაშვილი ცნობილი ექიმის და უკვე ტელესახის, გადაცემა „ექიმების“ წამყვანის კოტე მათითაშვილის ძმაა. ძმები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან.

ნანიკოსთვის ეს მეორე ქორწინებაა. პირველი მეუღლისგან მას ქალიშვილი – ლილუ ჰყავს. მისი პირველი მეუღლე ლევან ნუცუბიძეა, რომელთანაც ნანიკო პირველად გამოჩნდა სტეფანესა და მაოს კლიპში „ხელები“.

ნანიკოს უახლესმა ფოტომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი ტელეწამყვანი და მისი ახალი რჩეული აუზში დგანან და წყლის ავსებას ელოდებიან. წყვილი შეუდარებლად გამოიყურება. ისინი თინეიჯერებს მიამსგავსეს.

ყველა ახალი ამბავი
0