Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ლელა მებურიშვილის ზღაპრული დასვენება ბახმაროში – ნახეთ ფოტოები, რომელიც ნახატს ჰგავს

© FB/ Lela Meburishviliლელა მებურიშვილი
ლელა მებურიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლელა მებურიშვილის ზღაპრული არდადეგები ბახმაროში გამგზავრებას მოგანდომებთ. ნახეთ მსახიობის ახალი გასაოცარი სურათები.

ზაფხულის მიწურულს ქართველი ვარსკვლავები დაუვიწყარ დროს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ატარებენ. ცხელი და მზიანი სეზონის დასრულებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა.

ლელა მებურიშვილი ლამაზი ფოტოებით გამოირჩევა. გემოვნებიანმა მსახიობმა დაოჯახების შემდეგ სტილი რადიკალურად შეიცვალა. მოკლედ შეჭრილმა შავმა თმამ მას სულ ახალი ხიბლი და მეტი შარმი შესძინა. ლოყებდაჩხვლეტილი ტელეწამყვანი სოციალურ ქსელს დიდ ყურადღებას აქცევს და შესაბამის გამოხმაურებას იღებს. მის ფოტო-ვიდეოებს განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით კომპლიმენტი ახლავს.

როგორც ნებისმიერ ადამიანს, ვარსკვლავებსაც გამორჩეულად უყვართ საუცხოოდ დასვენება. ლელა მებურიშვილმა ზაფხულის ცხელი დღეები თურქეთის სანაპიროზე გაატარა და შემდეგ საქართველოს დროც დადგა. მსახიობი მოდურ ქართულ ჟურნალ "სითიში" გადაიღეს და ამის შემდეგ თავისუფლების დრო დადგა. ლელა მთებისკენ გაეშურა.

ცნობილი ტელეწამყვანი შვებულებას მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ბახმაროში ატარებს. საქართველოს ეს მხარე ბევრისთვის იდუმალ ადგილად რჩება. აქედან მთა, მზე, ცა და ჰორიზონტის ხაზიც მეტად ლამაზი ჩანს. შესაბამისად, ლელას ფოტოები ნახატს უფრო დაემსგავსა, ვიდრე ლინზით დაჭერილ კადრს.

ამ ულამაზესი პეიზაჟის ნახვის შემდეგ ლელასი და საქართველოს კუთხეების მშვენებაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით და აუცილებლად მოგინდებათ გომის მთაზე ასვლა და ღრუბლებში დაკარგვა.

ყველა ახალი ამბავი
0