ლონდონში 23-25 აგვისტოს გაიმართა ქუჩის ფოტოგრაფიის ყოველწლიური ფესტივალი (London Street Photography Festival) – არაკომერციული პროექტი, რომელიც აერთიანებს ფოტოგრაფებს და წარმოადგენს ქუჩის სურათებს მთელი მსოფლიოდან. ფესტივალის ფარგლებში, გამოფენების გარდა, ტარდება ვორქშოპები, ლექციები და საავტორო ნამუშევრების კონკურსები.
ფესტივალი მესამედ იმართება, სადაც უკვე ასობით სურათს გზავნიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჟიურიში წელს შედიოდნენ ფოტოგრაფი Jeff Mermelstein, ასევე Matt Stuart კომპანიიდან Magnum Photos და Sarah Gilbert, Guardian-ის ფოტორედაქტორი.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან ლონდონელი ფოტოგრაფი დმიტრი სტეპანენკო და ჟურნალისტი მარია ტიმოხოვა.

ტაილანდელი ფოტოგრაფი Graeme Heckels-ის ფოტო, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა კატეგორიაში Single photo

ბრიტანელი ფოტოგრაფი Bojan Nikolic-ის ფოტო, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა კატეგორიაში London photograph

ინდოელი ფოტოგრაფი Aamir Khan-ის ფოტო, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა კატეგორიაში Under 21s

ავსტრალიელი ფოტოგრაფი Julia Coddington-ის ფოტო , რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა კატეგორიაში Photo series

ბანგლადეშელი ფოტოგრაფი Emran Hossain-ის ფოტო , რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა კატეგორიაში Under 21s

ტაილანდელი ფოტოგრაფი Tawanwad Wanavit-ის ფოტო , რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა კატეგორიაში Single photo

ინდოელი ფოტოგრაფი Swarat Ghosh-ის ფოტო , რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა კატეგორიაში Photo series

ბრიტანელი ფოტოგრაფი Mike Barnes-ის ფოტო , რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა კატეგორიაში London photograph

პოლონელი ფოტოგრაფი Tymon Markowski-ის ფოტო , რომელმაც გაიმარჯვა კატეგორიაში London photograph

ესპანელი ფოტოგრაფი Jose Luis Barcia Fernandez-ის ფოტო , რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა კატეგორიაში Photo series

ბანგლადეშელი ფოტოგრაფი Tasawar Islam Tausif-ის ფოტო , რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა კატეგორიაში Under 21s

ებრაელი ფოტოგრაფი Erik Marmor-ის ფოტო , რომელმაც გაიმარჯვა კატეგორიაში Single photo