ლიპარტელიანი: ტკბილეული, მუსიკა, გათამაშებები… მთაწმინდის პარკში ფესტივალი გაიმართება
„რვა სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება ტკბილეულის ფესტივალი. დღის განმავლობაში თქვენ აქ დაგხვდებათ ტკბილეულის მრავალფეროვნება, საზეიმო განწყობა, სასიამოვნო მუსიკა, უამრავი სიურპრიზი, გათამაშებები, გასართობი პროგრამა, ანიმატორები, ფერადი გარემო და სუფთა ჰაერი“, – აღნიშნა თამარ ლიპარტელიანმა.
ფესტივალის ორგანიზატორები იმასაც ამბობენ, რომ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოაჩინონ თავი და პროდუქცია მომხმარებლებს გააცნონ.