Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ვახო სანაიამ მესამედ იქორწინა – წყვილის ფოტოები ქორწილიდან

© photo: Natia Gabunia / FBნათია გაბუნია და ვახო სანაია
ნათია გაბუნია და ვახო სანაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურ­ნა­ლის­ტი ვახო სა­ნა­ია პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე პრე­სას­თან არას­დროს სა­უბ­რობს, თუმ­ცა მის ცხოვ­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე სი­ახ­ლე­ე­ბი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მა­ინც ხვდე­ბა.

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ვახო სა­ნა­ი­ამ მე­სა­მედ იქორ­წი­ნა. ტე­ლე­წამ­ყვა­ნის რჩე­უ­ლი სტომატოლოგი თა­მარ ყუ­რაშ­ვი­ლია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას” ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა.

წყვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერ­თობ­ლივ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს. ვახო სა­ნა­ი­ას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი გო­გო­ნა ჰყავს, მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან კი ერთი.

ჟურნალისტის ქორწინებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მისმა მეორე ცოლმა, ჟურნალისტმა ნათია გაბუნიამ გაასაჯაროვა. ნათია გაბუნია ყოფილ მეუღლეს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისთვის სამწუხარო ინფორმაცია იყო, როცა გაიგო, რომ 4-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ქმარმა ქალთა სოლიდარობისთვის „ხმალამოღებულ მებრძოლთან“ მალულად იქორწინა და ეს „ინბოქსში“ ჩაგდებული ფოტოთი გაიგო.

„ცხადია, მძიმე ამბავია. თითქმის 5 თვეა, ჩუმად ვარ. ახლა კი ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მხოლოდ სანახაობითა და ჩურჩულით ხართ დაკავებული, ვთხოვ, დატოვოს ჩემი სივრცე და სანახაობებს სხვა სივრცეებში დაელოდოს. შეკითხვებითაც ამ მასშტაბური სირცხვილის ავტორებს მიმართეთ. მე ორი უმშვენიერესი გოგოს დედა ვარ და ჩემი შვილების წინაშე ვალდებული ვარ, ვიყო ძლიერი. ყველა დროში ხომ ასე იყო, განსაკუთრებით ჩვენს საზოგადოებაში. ის, რაც ადამიანებისთვის ტრაგედიაა, სხვებისთვის მხოლოდ სანახაობაა. მადლობა ყურადღებისთვის და გასართობად სხვაგან გადაინაცვლეთ”, – წერს ნათია გაბუნია.

ყველა ახალი ამბავი
0