თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. ეპატაჟურმა ამერიკელმა სტილისტმა და ტელეწამყვანმა ჯონატან ვან ნესმა (Jonathan Van Ness) მაყურებელი შოკში ჩააგდო, როდესაც MTV Video Music Awards-ს პრემიის დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე ქალის სამოსითა და ქუსლიანი ფეხსაცმლით გამოცხადდა.
ფოტოკადრი ორიგინალური ჩაცმულობით ჯონატანის Instagram-აკაუნტზეა ატვირთული. მან უკვე ნახევარ მილიონზე მეტი მოწონება დაიმსახურა.
32 წლის მამაკაცმა მოირგო შავი კომბინეზონ-შორტი, იმავე ფერის მაქმანიანი მანტია და ქუსლიანი ფეხსაცმელი. ასე გამოწყობილი ვან ნესი ფოტოგრაფების წინაშე წითელ ხალიჩაზე დაუფარავი სიამოვნებით პოზირებდა.
მეტიც, ცერემონიაზე ვან ნესმა MTV-ს ჯილდო გადასცა ტეოლორ სვიფტს, რომელმაც გაიმარჯვა ორ ნომინაციაში: „წლის ვიდეო“ და Video for good.
ჯონატან ვან ნესის მრავალრიცხოვანი გამომწერების უმრავლესობა მამაკაცის გარდასახვით აღფრთოვანებული დარჩა და მას „ღვთაებრივი“ და „სრულყოფილი“ უწოდა. განსაკუთრებით ისინი სტილისტის ფეხების სიგრძემ და სილამაზემ გააოცა.
„დიახ, პატარავ, დიახ! როგორ მინდა სენთან ერთად ვიყო!“ - წერს ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ფიგურულ სრიალში მიშელ კვანი.
„არ მესმის, რატომ არის ის ასეთი იდეალური“, - გაოცებას არ მალავს სხვა მომხმარებელი.
„ვინმემ მიაქცია ყურადღება კარდაშიანს შენს ზურგს უკან?“ - ირონიულ კითხვას სვამს მესამე.
აღსანიშნავია, რომ ჯონატან ვან ნესი - Netflix-ის შოუს Queer Eye ერთ-ერთი წამყვანია. პროგრამის სიუჟეტით, რამდენიმე მამაკაცი - სექსუალური და გენდერული უმცირესობის წარმომადგენლები უცვლიან იმიჯს იმ ადამიანებს, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.