საქართველოს პრეზიდენტი დღეს საფრანგეთში ბიზნეს-ლიდერების ფორუმს გახსნის

© Sputnik / Vladimir Umikashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ბიზნეს-ლიდერების ფორუმზე 700-მდე ევროპელ მეწარმეს სიტყვით მიმართავს და საქართველოს ევროპულ მომავალზე გაამახვილებს ყურადღებას, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს გუშინ ეწვია. პრეზიდენტს ვიზიტის ფართო პროგრამა აქვს. 

სალომე ზურაბიშვილი ბიზნეს-ლიდერების ფორუმს დღეს გახსნის. ფორუმის ორგანიზატორია უმსხვილესი ბიზნეს-გაერთიანება – MEDEF INTERNATIONAL.

პარიზი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია

ფორუმში საფრანგეთის დიდი კომპანიების 700 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ამ კომპანიებს შორის არიან ისინიც, ვინც საქართველოსთან თანამშრომლობს.

MEDEF INTERNATIONAL არის კერძო ორგანიზაცია 30-წლიანი ისტორიით, რომელიც 800 ათას ფრანგულ საწარმოს აერთიანებს და ის საფრანგეთის მთავრობის მიერ მნიშვნელოვან პარტნიორად არის აღიარებული.

ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. შეხვედრისას საუბარი შეეხო ქართველი და ფრანგი მეცნიერების თანამშრომლობის პერსპექტივებს. 

საფრანგეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა, სადაც 2 სექტემბრამდე დაჰყოფს. ის მონაწილეობას მიიღებს მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, შეხვდება პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, სხვა მაღალჩინოსნებს, რომლებიც მიწვეული არიან ღონისძიებებზე.

ყველა ახალი ამბავი
0