თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. თბილისში ხუთი შეიარაღებული ნიღბიანი პირი ყაჩაღურად თავს დაესხა ოჯახს, იუწყება ტელეარხი „მაესტრო“.
ტელეარხის ინფორმაციით, შემთხვევა მთაწმინდაზე, ამაღლების ქუჩაზე გამთენიისას მოხდა.
თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელებმა დააბეს სახლში მყოფი ოჯახის წევრები, წაიღეს ფული, ძვირფასეულობა და ავტომობილი. კერძოდ, საუბარია 60 ათასი ლარის ძვირფასეულობაზე და 20 ათას ლარ ნაღდ ფულზე.
არსებული ინფორმაციით, მოპარული ავტომობილი უკვე იპოვეს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ყაჩაღობის ფაქტზე, რაც 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.