გვარამიამ მისი „მთავარი არხის“ მაუწყებლობის დაწყების თარიღი დაასახელა

© Sputnik / Vladimir Umikashviliნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკა გვარამიამ თავისი მომავალი ტელევიზიის მთავარ კონკურენტად „იმედი“ დაასახელა

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. რეიტინგული ტელეარხ „რუსთავი2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თავის ახალ ტელევიზიას - „მთავარი არხი“ 9 სექტემბრიდან აამოქმედებს.

„რუსთავი2“-ის საინფორმაციოს ახალი უფროსი: წასული ჟურნალისტების ნაწილს არხზე დაბრუნება სურს >>

„მთავარი არხი“ მაუწყებლობას „კომედი არხის“ სიხშირეზე ტელეკომპანია „იბერიას“ შენობიდან განახორციელებს.

„ჩვენ დროებით მაუწყებლობას ვიწყებთ ტელეარხ „იბერიას“ შენობიდან და ზაზა ოქუაშვილი, რომელიც თავისი სურვილით და თავისი გამბედაობით და იმით, რომ ის თავისი შენობიდან გვაძლევს შესაძლებლობას ეთერში გავიდეთ, ჩემი მხრიდან აღფრთოვანებას იმსახურებს“, - განაცხადა გვარამიამ Facebook-ის პირდაპირი ჩართვისას.

ქიბარ ხალვაში და პაატა სალია - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“-ს სააკაშვილი და გვარამია ანგრევდნენ" – ხალვაში ბოლო მოვლენების შესახებ

საღამოს საინფორმაციო გამოშვებას (21:00) ერქმევა „მთავარი“ და მას დიანა ჯოჯუა და პაატა იაკობაშვილი წაიყვანენ.

„ნამდვილი „კურიერი“, რომელსაც „კურიერი“ აღარ ერქმევა, რა თქმა უნდა, ჩვენს არხზე 9 საათზე „მთავარ არხზე“. და ჩვენ პირველი ადგილისთვის ტელეარხ „იმედს“ შევეჯიბრებით“, - განაცხადა გვარამიამ.

ყველა ახალი ამბავი
0