Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„არც ფოტოს გადაღება მინდა, არც საინსტაგრამოდ გამოპრანჭვა“ – ეკა ხოფერიამ ცხოვრების ხალისი დაკარგა?

© photo: ekakhoperiacity / instagrammტელეწამყვანი ეკა ხოფერია, მისი მეუღლე ექიმი მიხეილ ხუჯაძე
ტელეწამყვანი ეკა ხოფერია, მისი მეუღლე ექიმი მიხეილ ხუჯაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანი და ჟურნალ „სითის“ მთავარი რედაქტორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი სიტყვები ბევრმა ადამიანმა გაიზიარა...

პოპულარული ტელეწამყვანი ეკა ხოფერია მეგობრებთან ერთად საზღვარგარეთ ისვენებს. ამჯერად ტელეწამყვანმა დასასვენებლად ცეცხლოვან კუნძულ იბიცას მიაკითხა ქმართან ერთად. ეკა და მისი მეუღლე, ექიმი მიშა ხუჯაძე დაუვიწყარ დროს ატარებენ.

ცნობილ რესტორნებს მზის ჩასვლისას სტუმრობენ, მთელი დღის მანძილზე კი დროს მდიდრული სახლის აუზზე ქართული მუსიკის თანხლებით ატარებენ და სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოებს აქვეყნებენ.

ეკა ხოფერია Instagram-ის ახალი მომხმარებელია. მიუხედავად ამისა, საინტერესო გვერდი შექმნა მხიარული ოჯახის წყალობით და ახლა 52 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ამის გათვალისწინებით ეკა სოციალური ქსელის სიახლეებს ნელ-ნელა ეგუება. მისმა ბოლო პოსტმა ბევრი ადამიანი გაამხიარულა. აი, რას წერს ვარსკვლავი:

„არ ვიცი სხვასთან როგორ, ჩემთან ასეა: როცა რეალურად მაგრად ვისვენებ, იქ არც ფოტოს გადაღება მინდა და არც საინტაგრამოდ გამოპრანჭვა. თუმცა, აი დადგა დილა და ვიდრე ყველას ძინავს, გადავაღებინე ჩემს პირად ფოტოგრაფს. ორი ფოტო, ფერების დაყენება არ ვიცი, ამიტომ რჩევა თქვენგან: რომელი ? 1 თუ 2 ?“

ყველა ახალი ამბავი
0