ახალმთვარეობა 30 აგვისტოს: რა გავლენას მოახდენს ზოდიაქოს ნიშნებზე

© Pixabay / FabiCiucioახალი მთვარე ქალაქის თავზე
ახალი მთვარე ქალაქის თავზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალმთვარეობა 30 აგვისტოს თბილისის დროით 14:38 საათზე მოხდება. ეს ახალი ეტაპის დასაწყისია ჩვენს ცხოვრებაში. თითოეული ახალმთვარეობა ახალ მიმართულებას აძლევს ჩვენს ცხოვრებას

2019 წლის აგვისტოში ეს უკვე მეორე ახალმთვარეობაა. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ამან, შესაძლოა, ადამიანების ცხოვრებაში გარკვეული საშიში მოვლენები გამოიწვიოს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე ახდენს გავლენას. ზოგიერთი ასტრონომიული მოვლენა ადამიანების ცხოვრებაზე ჩვეულებრივზე ძლიერ მოქმედებს. ასეა ამ შემთხვევაშიც - ერთ თვეში ორი ახალმთვარეობა მნიშვნელოვან მოვლენებს გვპირდება.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

ახალმთვარეობა ქალწულის ნიშანში მოხდება, ამიტომ სექტემბერი, როგორც ყოველთვის, მუშაობის, სწავლის, ცხოვრების მოწესრიგების თვე იქნება. ამ შემთხვევაში 2019 წლის სექტემბერი პოზიტიური ცვლილებებით, დიდი ტრანსფორმაციებით იწყება. და ეს იმიტომ, რომ ახალმთვარეობის ფონზე ურანის ცვლილებების გავლენა შეიგრძნობა. მოგვიწევს ცხოვრებაში და განსაკუთრებით, მუშაობასა და ყოფით საკითხებში ბევრი რამის შეცვლა; დროა, დავნერგოთ ახალი არასტანდარტული გადაწყვეტილებები და ორიგინალური იდეები.

ყოველ ახალმთვარეობაზე მიღებულია სურვილის ჩათქმა და მთელი თვის გეგმის შედგენა. ეს მიზნების მიღწევაში ეხმარება ადამიანს.

როგორ იმოქმედებს ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე - გაეცანით ჩვენს მასალას.

ვერძი: ვერძებს მუხლჩაუხრელი შრომა და მცირე ამოცანებზე კონცენტრირება გელოდებათ. წინა პლანზე გამოვა მუშაობა, ყოფა და მიწიერი საქმეები. ამასთან, მოგიწევთ ახალი, ორიგინალური მეთოდების მოძებნა საქმეების წარმოებისთვის.

ფრანები - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს და რომელ სფეროში ელოდება წარმატება სექტემბერში

კურო: კუროებს შემოქმედების, მხიარულებისა და აქტიური დასვენების თვე ელოდება. სექტემბერში მაღალი იქნება თქვენი სიცოცხლისუნარიანობა, იქნებით კაშკაშა, მომხიბლავი. შეიძლება გაჩნდეს მეტი დასამახსოვრებელი მომენტი პირად ცხოვრებაში, ყოველდღიურად სხვადასხვა საქმეში. მოკლედ, ფრიად საინტერესო და მოვლენებით მდიდარი ცხოვრება გელოდებათ.

ტყუპი: ტყუპებს ახალმთვარეობა ოჯახისა და სახლის საკითხებში მოგიტანთ წარმატებებს. მთელი თვე თქვენთვის პირველ ადგილზე იქნება სწორედ ოჯახური საქმეები. მთელი ცხოვრება დაკავშირებული იქნება საცხოვრებელ ადგილთან, ოჯახის წევრებთან. საოჯახო წყობაში რაღაც სიახლე უნდა შეიტანოთ.

კირჩხიბი: კირჩხიბებს სოციალურად აქტიური და საკმაოდ დატვირთული თვე ელოდება. სექტემბერში ღია იქნებით ურთიერთობებისთვის, სწავლისთვის. ახალმთვარეობის გავლენით, ამ თვეში ძალზე მნიშვნელოვანი იქნება კონტაქტები ადამიანებთან და გარემოს მუდმივი ცვლა.

ფული - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ფინანსურად სექტემბერში

ლომი: ლომები მთელი თვე მიწიერი და მშვიდი იქნებიან. ახალმთვარეობა მოიტანს წარმატებასა და ცვლილებებს ფინანსურ სფეროში, მატერიალურ კეთილდღეობას. გელოდებათ ძალზე სტაბილური თვე, მაგრამ, ამავდროულად, შეიცვლება დამოკიდებულება ფულისადმი და სამუშაოსადმი.

ქალწული: ქალწულები ამ თვეში შეძლებენ საკუთარი სტილის, იმიჯის შეცვლას, ინდივიდუალობის გამოხატვას. იქნებით უფრო თამამი, აქტიური, მომხიბლავი, წარმატებული. ახალმთვარეობა ძალზე ხელსაყრელ თვესა და ცხოვრების ახალ ეტაპს გიქადით. გექნებათ საშუალება, ბევრი რამ შეცვალოთ უკეთესობისკენ.

სასწორი: სასწორებს სულიერების, შინაგან სამყაროზე კონცენტრირების თვე გელოდებათ. იქნება იდუმალი ოცნებები, იმედები. გახდებით ბევრად იდუმალი, გულდახურული. ეს თვე გახდება გარკვეული ეტაპის დასრულებისა და შედეგების შეჯამების პერიოდი. გაგიმართლებთ იდუმალ საქმეებში.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე კონფლიქტური ნიშნები – ტოპ-ხუთეული

მორიელი: მორიელებს ელოდება გრანდიოზული იდეები, რეალიზება სოციუმში და საყვარელი საქმიანობა. ახალმთვარეობა მიუთითებს, რომ თქვენს ცხოვრებაში წინა პლანზე გამოვა თვითრეალიზაცია, თავისუფლება, გუნდში მუშაობა. შესაძლებელი გახდება საკუთარი თავის წარმოჩინება.

მშვილდოსანი: მშვილდოსნებს ახალმთვარეობა მუშაობის დაწყებისა და საკუთარი მიზნების მიღწევის პერიოდის დაწყებას გპირდებათ. სექტემბერი იქნება ცვლილებებისა და მოვლენების თვე, რომელიც დაკავშირებულია ამბიციებთან და წარმატებებთან, მუშაობასთან და კარიერასთან. მოგიწევთ ბევრი შრომა, მაგრამ ეს აუცილებლად მოიტანს სათანადო შედეგებს.

თხის რქა: ახალმთვარეობა თხის რქებს მდიდარ, საინტერესო, მოვლენებითა და ურთიერთობებით სავსე თვეს ჰპირდება. იქნება ახალი შესაძლებლობებისა და შთაბეჭდილებებით სავსე პერიოდი. ბევრ თქვენგანს ელოდება მოგზაურობა. აქტიური მოვლენებია მოსალოდნელი საზოგადოებრივი მოღვაწეობის, ს წავლის სფეროში.

სანაპირო - Sputnik საქართველო
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი

მერწყული: მერწყულებს ახალმთვარეობა ცვლილებებს ჰპირდება ძველ პრობლემებთან და დაგროვებულ გრძნობებთან დაკავშირებით. მოგიწევთ ნებისყოფის გამოჩენა და საკუთარ ემოციებში გარკვევა. შესაძლოა, შეიცვალოს რამე ფულთან დაკავშირებულ საკითხებში - მოსალოდნელია თანხის მიღება მოულოდნელი წყაროსგან.

თევზები: თევზებისთვის ეს რომანტიკის, სიყვარულის, ურთიერთგაგებისა და ჰარმონიის მოპოვების თვე იქნება. გაგიმართლებთ სიყვარულის სფეროში, ბევრი თქვენგანი შეხვდება თავის მეორე ნახევარს. თუ უკვე გყავთ პარტნიორი, თვე მოვლენებით, რომანტიკითა და სიყვარულით სავსე იქნება თქვენი წყვილისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0