Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანუკი არეშიძის მოდური ჩაცმულობა ევროპელი ბლოგერების აღფრთოვანებას იწვევს- ნახეთ მოდელის უახლესი ფოტოები

© courtesy of Anouki Areshidzeანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანუკი არეშიძე აქტუალობას არ კარგავს. მასზე მაშინაც საუბრობდნენ, როდესაც სამოდელო კარიერას იწყებდა. მისი გემოვნებიანი ჩაცმულობა მუდამ ტრენდულობის აღმნიშვნელია. მოდელი საუცხოოდ მიმზიდველ ფოტოებს საზღვარგარეთიდან აქვეყნებს

ანუკი არეშიძის ჩაცმულობა მოდის მოყვარულების დაინტერესებას იწვევს და არა ერთი მოდური ჟურნალის გარეკანსა და კამერის ობიექტივში აქცევს. თბილისის მერის მეუღლე განსაკუთრებულად გამოიყურება. მაგრამ მისი ბოლო "ლუქები", რომლებიც ანუკიმ საფრანგეთის კურორტებზე მოირგო, ნამდვილად გასაოცრად გამოიყურება.

დიზაინერს ფოტოებზე დიორის, პრადას, შანელისა და საკუთარი ბრენდის ANOUKI- ს სამოსი და ფეხსაცმელი აცვია. შავი და თეთრი, ღია მწვანე და კოპლებიანი პრინტით შექმნილი უაღრესად დახვეწილი კაბები ერთმანეთს ენაცვლებიან.

ანუკი ახალგაზრდა მოდელების, მოდის მოყვარულების, მოდით ნაკლებად მოხიბლულების ყურადღების ცენტრშია. მისი ყოველი ნაბიჯით ინტერესდებიან. და ეს უსაფუძვლო არაა. საინტერესო და შემოქმედებითი ქალბატონი, აღფრთოვანებას არამხოლოდ გემოვნებით, არამედ ოჯახით და 4 შვილით იწვევს.

პატარა უფლისწულების დედა გადატვირთული და რთული გრაფიკის მიუხედავად ყველასფერს ასწრებს. გარდა იმისა, რომ საკუთარი ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების ბრენდი შექმნა, თავის მოვლას ბავშვების აღზრდასთან პარალელურად ახერხებს და მუდამ მიმზიდველად გამოიყურება.

ყველა ახალი ამბავი
0