„დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ – დედაქალაქი გასტრონომიულ ფესტივალს უმასპინძლებს

© Sputnik / Alexander Imedashviliღვინისა და ნატურალური საკვების ფესტივალი
ღვინისა და ნატურალური საკვების ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის მიზანი კერძებისა და სასმელების მწარმოებელი ადგილობრივი მეწარმეების/ფიზიკური პირების ხელშეწყობა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა.

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. თბილისის ქუჩებში 14 და 15 სექტემბერს გასტრონომიული ფესტივალი „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ (Taste Tbilisi Street Food) გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფესტივალი ორი დღის განმავლობაში თბილისის ცენტრში, ორბელიანის მოედანზე გაიმართება. Taste Tbilisi Street Food-ის ორგანიზატორი თბილისის მერიას დაქვემდებარებული ქალაქის ეკონომიკური განვითარების სამსახურია.

ღვინის ფესტივალი გურჯაანში - Sputnik საქართველო
გართობა და დეგუსტაცია: გურჯაანი ღვინის ფესტივალს უმასპინძლებს

„ქუჩის საკვები და სწრაფი კვების ფესტივალები საუკეთესო საშუალებაა გასტრონომიული აღმოჩენებისთვის და, შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს. ჩვენც ვუერთდებით მსოფლიო ტრენდს და გთავაზობთ გამორჩეულ, თბილისურ „სტრიტ ფუდ” მარკეტს“, – აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

ფესტივალზე სტუმრებს სწრაფი კვების ობიექტები, მზარეულები და სხვა საკვები თუ სასმელი პროდუქტების მწარმოებლები მონო–მენიუებით გაუმასპინძლდებიან.

პროექტის მიზანი კერძებისა და სასმელების მწარმოებელი ადგილობრივი მეწარმეების/ფიზიკური პირების ხელშეწყობა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა.

ყველა ახალი ამბავი
0