ილია მეორე: პირველია ღმერთი, მეორე სამშობლო და მესამე ადამიანი
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მარიამობას. ბევრჯერ მიფიქრია, ღვთისაგან დაჯილდოებული ვართ, ზედმეტი ჯილდო მოგვცა ღმერთმა თუ გვაკლია რამე? ალბათ ორივეა. გიხაროდენ საქართველო, წილხვედრო ღვთისმშობლისაო. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია. ქართველმა ადამიანმა გაითავისა, რომ ჩვენ ვართ წილხვედრი ღვთისმშობლისა. როცა ვფიქრობთ ამის შესახებ, უნდა ვიფიქროთ, რა პასუხისმგებლობა გვაკისრია, რა უნდა ვაკეთოთ, რა არ უნდა ვაკეთოთ, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ერთმანეთთან“, – ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.
პატრიარქის თქმით, თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ თქვა, მამული, ენა, სარწმუნოება, ჩვენ კი დავუმატეთ – ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. პირველია ღმერთი, მეორეა სამშობლო და მესამეა ადამიანი.