თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. მიმდინარე წლის II კვარტალში საქართველოს ფარგლებს გარეთ გასულმა ყოველმა მესამე საქართველოს მოქალაქემ მოგზაურობის მიზეზად მეგობრებისა და ნათესავების მონახულება დაასახელა, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
სულ 2019 წლის აპრილ-ივნისში უცხოეთში 780,1 ათასი ადამიანი გაემგზავრა, საიდანაც 60,4% ტურისტულად მოგზაურობდნენ. საშუალოდ ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში 3,8 ღამე გაათენეს.
საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობამ მოინახულა თურქეთი (44,3%), აზერბაიჯანი (20,4%) და სომხეთი (10,9%).
ნაცნობების მონახულების გარდა, საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში მოემგზავრებიან საშოპინგოდ, სამუშაო ან ბიზნეს-ვიზიტით.
2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მოქალაქეთა უცხოეთში მოგზაურობის მიზნები
მოგზაურობის მიზანი | ტურისტების რაოდენობა - ათასი ადამ. | წილი ტურისტების საერთო რაოდენობიდან - % |
მეგობრებისა და ნაცნობების მონახულება | 209,5 | 37,3 |
შოპინგი |
147,6 |
26,3 |
პროფესიული საქმიანობა | 102,1 | 18,2 |
დასვენება | 71,9 | 12,8 |
მკურნალობა | 19,3 | 3,4 |
სხვა | 10,7 | 1,9 |
საქართველოს მოქალაქეებმა მეორე კვარტალში უცხოეთში 617,5 მლნ ლარი დახარჯეს. თითოეული ქართველი მოგზაური საშუალოდ ერთ ვიზიტზე 1100 ლარს ხარჯავდა. ყველაზე მეტ თანხას კი კვებაზე, საყიდლებსა და განთავსებაზე ხარჯავდნენ.
საქართველოს მოქალაქეების ხარჯები უცხოეთში 2019 წლის მეორე კვარტალში
ხარჯების დასახელება | ხარჯები - მლნ ლარი | წილი საერთო ხარჯებში - % | ხარჯები ვიზიტის დროს - ლარი |
საყიდლები | 206,5 | 33,4 | 368,0 |
კვება | 177,1 | 28,7 | 315,7 |
განთავსება | 116,7 | 18,9 | 207,8 |
კულტურა და ექსკურსიები | 48,6 | 7,9 | 86,6 |
ადგილობრივი ტრანსპორტი | 28,8 | 4,7 | 51,4 |
სხვა ხარჯები | 39,9 | 6,5 | 71,2 |
2019 წლის მეორე კვარტალში უცხოელებმა საქართველოს 2,2 მილიონჯერ მოინახულეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,4%-ით მეტია. უცხოელმა მოგზაურებმა საქართველოში საერთო ჯამში 2,4 მლნ ლარი დახარჯეს.