Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ეს უდიდესი გამოწვევა საკმაოდ რთული აღმოჩნდა...“ – რატომ გაუჩინარდა მარი ნაკანი

© Photo: Mari Nakani / FBმარი ნაკანი
მარი ნაკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარი ნაკანი სოციალურ ქსელში ყოველთვის ვრცელი პოსტებით გამოირჩეოდა, ახლა კი უჩვეულოდ დუმს...

ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი მარი ნაკანი Instagram-ის გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და სოციალური ქსელის მომხმარებლებს უხსნის, რატომ გახდა არააქტიური.

Посмотреть эту публикацию в Instagram

მივესალმები ჩემს საყვარელ, ყურადღებიან , კეთილგანწყობილ გამომწერებს, ბევრს გაინტერესებთ რატომ აღარ ვწერ პოსტებს, რატომ წავშალე ფოტოები და სად დავიკარგე. საქმე იმაშია რომ მე თქვენ დაგიჯერეთ. იმის მერე რაც მივიღე უამრავი წერილი და თხოვნა რომ დავწერო წიგნი ყველაფერი შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. ეს უდიდესი გამოწვევა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მაგრამ საინტერესო. ყოველ დილას 6 საათზე ვდგები , ხანდახან უფრო ადრე და სულ ვფიქრობ, ვფიქრობ, ვწერ, ვკითხულობ, ვშლი, ვიხსენებ და ისევ ვწერ. შემეცვალა არამარტო რეჟიმი და შინაგანი რითმი, არამედ ხასიათიც. თურმე როგორც ცხოვრობ ისეთი გიხდება ხასიათიც. ადრე ხშირად ვათენებდი, დავდიოდი კლუბებში და ვერთობოდი.შესაბამისად ვიყავი ხოლმე დაღლილი და აფორიაქებული. ამ ეტაპზე უფრო განმარტოვებული ვარ, ბევრს ვკითხულობ, ვსეირნობ, ვცდილობ დროზე დავიძინო და მზესთან ერთად ავდგე, უფრო ინტენსიურად დავიწყე საინტერესო წიგნების კითხვა და ფილმების ყურება, კლასიკური მუსიკის და ფილოსოფიური ლექციების მოსმენა, შესაბამისად უფრო მშვიდი გავხდი. ჩემს თავს ვზრდი თქვენთან შესახვედრად, იქ სადაც ჩვენ ფურცლებში შევხვდებით ერთმანეთს და დავიკარგებით. მადლობა ამ ნდობისთვის, თქვენ მე დამაჯერეთ რომ წერა შემიძლია, ისე დამაჯერეთ რომ მე დავიბადე ახლიდან, მარი როგორც მწერალი ☺️ მადლობა ამ ახალი გამოწვევისთვის. მადლობა ამ სიყვარულისთვის. პირობას ვერ მოგცემთ რომ უმაგრეს წიგნს დავწერ, შეიძლება საერთოდ არც გამოვაქვეყნო, მაგრამ ის რაც ეხლა ხდება ჩემს სულში, ძალიან საინტერესოა და ძალიან საჭირო იყო . გულით მიყვარხართ , გაუფრთხილდით ადამიანს საკუთარ თავში.

Публикация от 爪卂尺丨 几卂Ҝ卂几丨 (@mari_nakani)

როგორც ფოტოგრაფი წერს, წიგნის დაწერა გადაწყვიტა, ამიტომ მისი ცხოვრების წესიც შეიცვალა.

„ეს უდიდესი გამოწვევა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მაგრამ საინტერესო. ყოველ დილას 6 საათზე ვდგები, ხანდახან უფრო ადრე და სულ ვფიქრობ, ვფიქრობ, ვწერ, ვკითხულობ, ვშლი, ვიხსენებ და ისევ ვწერ.
შემეცვალა არამარტო რეჟიმი და შინაგანი რითმი, არამედ ხასიათიც. თურმე როგორც ცხოვრობ ისეთი გიხდება ხასიათიც. ადრე ხშირად ვათენებდი, დავდიოდი კლუბებში და ვერთობოდი. შესაბამისად ვიყავი ხოლმე დაღლილი და აფორიაქებული.

მარი ნაკანი - Sputnik საქართველო
„როცა დავშორდით, ღამით ფანჯარასთან ვარდებს მიდებდა...“ - მარი ნაკანი მეუღლეზე საუბრობს

ამ ეტაპზე უფრო განმარტოვებული ვარ, ბევრს ვკითხულობ, ვსეირნობ, ვცდილობ დროზე დავიძინო და მზესთან ერთად ავდგე, უფრო ინტენსიურად დავიწყე საინტერესო წიგნების კითხვა და ფილმების ყურება, კლასიკური მუსიკის და ფილოსოფიური ლექციების მოსმენა, შესაბამისად უფრო მშვიდი გავხდი.
ჩემს თავს ვზრდი თქვენთან შესახვედრად, იქ სადაც ჩვენ ფურცლებში შევხვდებით ერთმანეთს და დავიკარგებით“, – წერს ფოტოგრაფი.

მისი თქმით, შესაძლოა წიგნი ფართო მასებისთვის ცნობილი არც გახდეს, მაგრამ ის, რაც ახლა მის თავს ხდება, საჭირო იყო.

ყველა ახალი ამბავი
0