„ურნიდან შემთხვევით მოესმა ლეკვის წკმუტუნი...“ – ვინ არის კაცი, რომელმაც ლეკვები სიკვდილისგან იხსნა

CC0 / Pixabay / ოქროსფერი რეტრივერის ლეკვები ჭამისას
ოქროსფერი რეტრივერის ლეკვები ჭამისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში ემოციური ისტორია ქვეყნდება თბილისელ კაცზე, რომელმაც ცხოველები სიკვდილისგან იხსნა.

„ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი“ სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ „თბილსერვისის“ თანამშრომელმა სიკვდილს გადაარჩინა ლეკვები.

„დღეს თბილსერვისის თანამშრომელს სანაგვე ურნიდან შემთხვევით მოესმა ლეკვის წკმუტუნი. ურნის დათვალიერების შემდეგ აღმოაჩინა ეს არაჩვეულებრივი არსებები და იხსნა სიკვდილისგან. ეს კარგი ადამიანი გახლავთ ამირან ხოსმაზარაშვილი“, – ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ყველა ახალი ამბავი
0