Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ბავშვს რომ გააჩენ, ისევ გასივდები“ – კოშკელიშვილი ყოფილი შეყვარებულის სიტყვებს ტკივილით იხსენებს

© courtesy of Nuki Koshkelishviliნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ წელზე მეტია ნუკი კოშკელიშვილი არასასურველ კილოგრამებს მთელი შემართებით ებრძვის. მან წონაში საგრძნობლად დაიკლო და ახლა ახალ ფოტოებს თამამად აქვეყნებს.

როგორც ჩანს, ნუკი წლების წინ, თინეიჯერობის პერიოდში, როდესაც შეყვარებული იყო, ჭარბ წონას ებრძოდა. მსახიობის ყოფილმა შეყვარებულმა გული ატკინა და წონის კომპლექსი დღემდე შემორჩა.

ნუკი კოშკელიშვილმა სოციალური ქსელი ერთგვარ ბლოგად გადააქცია, სადაც უამრავ სიახლეს და ისტორიას აქვეყნებს. შესაბამისად, მის გარშემო, კომენტარებსა და პირად მესიჯებში უამრავი ქალბატონი გაერთიანდა. ზოგს მსგავსი პრობლემები აწუხებს, ზოგი კი საკუთარ გამოცდილებას უზიარებს ნუკის. თაყვანისმცემლები ნუკის ავტორობით მრავალი პოსტის მნახველნი გახდნენ თანდართული ვრცელი ტექსტით.

საკუთარ შედეგებს, გამოწვევებს, რეკომენდაციებს ან, თუნდაც, ინტიმურ ფოტოებს ნუკი საჯაროდ აქვეყნებს. ამჯერადაც მსახიობმა ვრცელი მიმართვა გაუზიარა თაყვანისმცემლებსა და მკითხველებს. მსახიობის თქმით, ადამიანებმა არავინ უნდა დააკომპლექსონ, ვინაიდან მსხვერპლს ბულინგი მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება.

„ასე შვიდი წლის წინ, ბენამდე ბევრად უფრო ადრე მყავდა ერთი შეყვარებული. ძალიან მომწონდა და რასაც იძახდა ყველაფრის მჯეროდა. ერთხელ მახსოვს რაღაც რიგითი ბრძოლა წონასთან მქონდა, როცა მომიტრიალდა და მითხრა, “აუ ნეტავ რას წვალობ ამდენს, შენ ბავშვს რომ გააჩენ ისე გასივდები, აღარაფერი გიშველის”-ო. ჯერ ხო ეს ტიპი ეგრევე შემზიზღდა, მანდ ხო ეგრევე ფიქრები გაქვს, თუ ასე ფიქრობს ანუ ჩემთან არც აპირებს ყოფნას, თუ აპირებს და მე რაში მჭირდება. ეს ბიჭი გაქრა მალევე ჩემი ცხოვრებიდან... მაგრამ კომპლექსი დამრჩა.. ჰაჰაჰა, არავინ დააკომპლექსოთ მეგობრებო, თორე ჩემსავით გულში ჩაიდებენ და არ დაგივიწყებენ...“ – წერს მსახიობი.

აღსანიშნავია, რომ დიდი ძალისხმევის შედეგად ნუკი კოშკელიშვილმა მის გარშემო გაერთიანებულ ქალატონებთან ერთად წონაში საგრძნობლად დაიკლო. ნუკის არასასურველი კილოგრამები აკომპლექსებს, მაგრამ არ ერიდება მოსუქებული ტანის გამოჩენა. ამით პუტკუნა ქალბატონებს ამხნევებს და საკუთარი მაგალითით აძლიერებს.

ყველა ახალი ამბავი
0