Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ბებერო ჯადოქარო“ – ია ფარულავა ახალი იმიჯის გამო გააკრიტიკეს

© courtesy of Ia Parulavaია ფარულავა
ია ფარულავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო პერიოდში ია ფარულავას სულ უფრო და უფრო ხშირად აკრიტიკებენ. მისი გამომწვევი და ეპატაჟური საქციელი საზოგადოების ნაწილს არ მოსწონს.

ია ფარულავა სოციალურ ქსელში განსჯის ეპიცენტრში მოექცა. ზუსტად ერთი კვირის წინ ია ფარულავამ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელმაც ინტერნეტ-სივრცე რამდენიმე საათში სრულიად მოიცვა. ცნობილი მსახიობისა და ტელეწამყვანის ვიდეომ საზოგადოება შოკში ჩააგდო.

პოპულარულმა მსახიობმა უპოვარ ქალს იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უხეში რეპლიკით უპასუხა. ამის გამო საზოგადოების დიდი ნაწილი მის მიმართ ნეგატიურად განეწყო. ბევრი მათგანი წერდა, რომ ადამიანის ზნეობა ყველაზე უკეთ იმ ხალხთან მიმართებაში ჩანს, რომლისგანაც სარგებელს არ შეიძლება ელოდებოდეს.

იამ ამდენ საჯარო განხილვა-განსჯას ვერ გაუძლო და მოგვიანებით ხალხს Instagram-ის "სთორიში" უწმაწური სიტყვებით მიმართა. ახლა კი ტელეწამყვანმა შავი კაბა მოირგო, სადაც ცოცხი და დიდი შავი თავსაბურავი უჭირავს. მისი ჩაცმულობა ბავშვობის ბოროტი პერსონაჟის იმიჯს გაგახსენებთ. ამიტომ იას ბებერი ჯადოქარი უწოდეს და კომენტარებში მისი ცინიკური ღიმილიც განიხილეს.

ყველა ახალი ამბავი
0