Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ეკო ფანგანმა სექსუალურ საცურაო კოსტიუმში შოკოლადისფერი რუჯი გამოაჩინა

© Facebook / Ekaterina Panganiეკო ფანგანი
ეკო ფანგანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეწამყვანი ეკო ფანგანი გამორჩეული სხეულით ფანების გაოცებას არ წყვეტს. მისი ტანწერწეტა და მოვლილი ტანი ბევრ ადამიანის ყურადღებას იქცევს

„ტვ იმედის“ ჟურნალისტმა სილამაზის და თავის მოვლის ყველა ხრიკი იცის. მისმა სექსუალურმა ტანმა და ცეცხლოვანმა ფოტოებმა ბევრი მოწონება დაიმსახურა.

ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ახლა ვარსკვლავი  ინფლუენსერობითაა გატაცებული. ბევრმა არ იცის, რომ ტელეწამყვანობისა და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, რადიოწამყვანობასაც ახერხებს.  პოპულარულ ტელეწამყვანს თავის მოვლა ძალიან უყვარს.

მოდური ჩაცმულობა, გემოვნებიანი აქსესუარები, მოხდენილი ღიმილი და შოკოლადისფერი რუჯი- ეს ყველაფერი საკმარისია, რათა მშვენიერი ეკო უფრო მიმზიდველი გახდეს. მის მიერ გაზიარებულ ფოტო-ვიდეოებს ბევრი გამოხმაურება მოსდევს. 2019 წლის ზაფხული ეკომ საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნით დაიწყო და სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობით განაგრძო.

მისი სექსუალური ტანი არავის გამოეპარა. ეკო უამრავმა კომპლიმენტმა მეტად გაათამამა და ვარსკვლავმა მრავალი ფოტოს გაზიარება გადაწყვიტა. მსახიობმა მოგზაურობა ესპანეთის დაიწყო, შემდეგ თურქეტში გადაინაცვლა და მშობლიურ სვანეთსაც ესტუმრა.

ეკო ფანგანს ვარჯიში, სწორი კვება, მოგზაურობა და ბუნებასთან სიახლოვე ხიბლავს. საზოგადოებას კი გაზიარებული მზიანი პოსტები ანებივრებს.

ყველა ახალი ამბავი
0