ანას და ლაშას ვარსკვლავური წყვილი ბევრ კომპლიმენტს არა მხოლოდ გარეგნობის, არამედ წარმატებული კარიერის გამო იმსახურებს. სუპერმოდელმა ქმრის დაკუნთული და სექსუალური ტანი ხელმომწერებს გაუზიარა. სპორტსმენის ცეცხლოვანი ტანი გაგაოცებთ...
2017 წელს მთელი საქართველოს ყურადღება ახალბედა მოდელმა მიიქცია. ანა შელიამ ბრიტანული მოდის სახლის Ralph & Russo ჩვენებაში მონაწილეობა Victoria's Secret-ის საპატიო სუპერმოდელ ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად მიიღო.
ანა შელია ნაზი გარეგნობით ბევრ ბიჭს ხიბლავდა. ახალგაზრდა მოდელმა საკუთარი არჩევანი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრზე, მორაგბე ლაშა ლომიძეზე შეაჩერა. ვარსკვლავურ წყვილს ერთმანეთის მიმართ ინტერესი მაშინ გაუჩნდა, როდესაც ანა 14 წლის იყო. ლაშა, თავის მხრივ, ნამდვილი ჯენტლმენივით მოიქცა. ასაკის გაგების შემდეგ ანა აღარ შეუწუხებია. თუმცა ბედისწერამ გამორჩეული წყვილი ერთმანეთს კიდევ ერთხელ და ახლა უკვე სამუდამოდ შეახვედრა.
მათი ფოტოებიც კი ულევ სიყვარულს აფრქვევს. ანა შელიას და ლაშა ლომიძეს საერთო სურათებზე თვალები უბრწყინავთ. წყვილი ნიშნობამდე ლონდონში ერთად ცხოვრობდა. მათ იმდენად შეხმატკბილებული ურთიერთობა აქვთ, ბევრს და-ძმა ჰგონია. ანა უსიმპათიურესი ქმრის ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. ზაფხულის ცხელ დღეებს წყვილი აუზზე ატარებს. ანა შელიას ქმრის ნახევრადშიშველმა დაკუნთულმა ტანმა ბევრი ქალბატონის ყურადღება მიიქცია. მართლაც, ლაშა ნამდვილ დევს ჰგავს, ანას კი მისი სახით – უძლიერესი პარტნიორი.
გამოქვეყნებულმა ფოტომ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. წყვილი უკვე წლებია ერთად არის. გასული წლის სექტემბერში ანას და ლაშას ნიშნობა ჰქონდათ, თუმცა ქორწილი სულ ახლახან გადაიხადეს.
სამოდელო კარიერა ანა შელიამ 14 წლიდან დაიწყო. მან ჯერ თბილისის მოდის კვირეულზე (Tbilisi Fashion Week) გაიბრწყინა, შემდეგ კი თურქულ სამოდელო სააგენტოსთან Option Model Management ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.