რა დარჩა ამაზონის ჯუნგლებისგან: ტყის ხანძრის საშინელი შედეგები – ფოტო

გამოწერა
ხანძარს ამაზონის ჯუნგლებში, რომელსაც „პლანეტის ფილტვებს“ უწოდებენ, აგისტოს დასაწყისიდან ებრძვიან. სანამ ეძებენ ხანძრის გაჩენაში დამნაშავეებს, კერების რაოდენობა იზრდება. იხილეთ ფოტომასალაში სურათები შემთხვევის ადგილიდან

ხანძარს ამაზონის ჯუნგლებში, რომელსაც „პლანეტის ფილტვებს“ უწოდებენ, აგვისტოს დასაწყისიდან ებრძვიან. სანამ ეძებენ ხანძრის გაჩენაში დამნაშავეებს, კერების რაოდენობა იზრდება. იხილეთ ფოტომასალაში სურათები შემთხვევის ადგილიდან.

ბრაზილიის ზოგიერთ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრაზილიის ტყის ხანძარს საერთაშორისო კრიზისი უწოდა. ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ და მისი მთავრობა უმოქმედობაში დაადანაშაულა.

ეკოლოგები Greenpeace-დან ხანძრების რაოდენობის ზრდას ბოლსონარუს პოლიტიკასა და დეფორესტაციის მცდელობას უკავშირებენ, რისი მიზანიც ადგილზე ტყის მომპოვებელი მეურნეობების ხელშეწყობა ან ფერმებისთვის მიწის გათავისუფლებაა. მათი მტკიცებით, ბრაზილიის პირველმა პირმა ტროპიკული ტყეების დაცვას ბრაზილიის ეკონომიკური განვითარებისათვის ხელის შეშლა უწოდა.

ბრაზილიის კოსმოსური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, წლის განმავლობაში ამაზონიის ტყის განადგურების ტემპი 88%-ით გაიზარდა.

ბრაზილიის პრეზიდენტი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ ასეთი ბრალდებები საეჭვოა და მათ ცილისწამებას უწოდებს. ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა, რომ „ბრაზილიის ტყეებში ხანძარს უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები აჩენენ“ მისი და მისი მთავრობის წინააღმდეგ საზოგადოების ამხედრების მიზნით. ხანძრის გაჩენიდან ორი კვირის შემდეგ პრეზიდენტმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა და ყველა უწყების ძალები მიმართა ხანძართან საბრძოლველად.

ამ დროისათვის დამწვარია ამაზონის ჯუნგლების 20%-ზე მეტი, რის აღდგენასაც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.

© REUTERS / HANDOUTამაზონის ტყეებიში კვლავ ხანძარია - ჩნდება ახალი კერები
ამაზონის ტყეებიში კვლავ ხანძარია - ჩნდება ახალი კერები - Sputnik საქართველო
1/12
ამაზონის ტყეებიში კვლავ ხანძარია - ჩნდება ახალი კერები
© REUTERS / Bruno Kellyის, რაც ასეთი ხანძრების შემდეგ რჩება, საზარელი სანახავია
ის, რაც ასეთი ხანძრების შემდეგ რჩება, საზარელი სანახავია - Sputnik საქართველო
2/12
ის, რაც ასეთი ხანძრების შემდეგ რჩება, საზარელი სანახავია
© REUTERS / BRUNO KELLYსულ ცოტა ხნის წინ აქ გაუვალი ტყე იყო, ახლა კი - გადამწვარი მიწაა
სულ ცოტა ხნის წინ აქ გაუვალი ტყე იყო, ახლა კი - გადამწვარი მიწაა - Sputnik საქართველო
3/12
სულ ცოტა ხნის წინ აქ გაუვალი ტყე იყო, ახლა კი - გადამწვარი მიწაა
© REUTERS / BRUNO KELLYამაზონის ტყე რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზეა გადაჭიმული, თუმცა მისი უდიდესი ნაწილი ბრაზილიას ეკუთვნის
ამაზონის ტყე რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზეა გადაჭიმული, თუმცა მისი უდიდესი ნაწილი ბრაზილიას ეკუთვნის - Sputnik საქართველო
4/12
ამაზონის ტყე რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზეა გადაჭიმული, თუმცა მისი უდიდესი ნაწილი ბრაზილიას ეკუთვნის
© REUTERS / UESLEI MARCELINOბრაზილიის კოსმოსური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, წლის განმავლობაში ამაზონის ტყის განადგურების ტემპი 88%-ით გაიზარდა
ბრაზილიის კოსმოსური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, წლის განმავლობაში ამაზონის ტყის განადგურების ტემპი 88%-ით გაიზარდა - Sputnik საქართველო
5/12
ბრაზილიის კოსმოსური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, წლის განმავლობაში ამაზონის ტყის განადგურების ტემპი 88%-ით გაიზარდა
© AP Photo / Andre Pennerბრაზილიის მთავრობას განზრახ უმოქმედობაში ადანაშაულებენ - ცოტა ხნით ადრე ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეკონომიკური საქმიანობისათვის ახალი პლატფორმების გათავისუფლებაა საჭირო
ბრაზილიის მთავრობას განზრახ უმოქმედობაში ადანაშაულებენ - ცოტა ხნით ადრე ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეკონომიკური საქმიანობისათვის ახალი პლატფორმების გათავისუფლებაა საჭირო - Sputnik საქართველო
6/12
ბრაზილიის მთავრობას განზრახ უმოქმედობაში ადანაშაულებენ - ცოტა ხნით ადრე ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეკონომიკური საქმიანობისათვის ახალი პლატფორმების გათავისუფლებაა საჭირო
© REUTERS / BRUNO KELLYპრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ბრალდებას ცილისწამება უწოდა და განაცხადა, რომ ტყის ხანძრების უკან „უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები“ დგანან, თუმცა ამის დამამტკიცებელი საბუთი არ წარმოუდგენია
პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ბრალდებას ცილისწამება უწოდა და განაცხადა, რომ ტყის ხანძრების უკან „უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები“ დგანან, თუმცა ამის დამამტკიცებელი საბუთი არ წარმოუდგენია - Sputnik საქართველო
7/12
პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ბრალდებას ცილისწამება უწოდა და განაცხადა, რომ ტყის ხანძრების უკან „უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები“ დგანან, თუმცა ამის დამამტკიცებელი საბუთი არ წარმოუდგენია
© AP Photo / Eraldo Peresამ დროისათვის ბრაზილია კვამლმა მოიცვა
ამ დროისათვის ბრაზილია კვამლმა მოიცვა - Sputnik საქართველო
8/12
ამ დროისათვის ბრაზილია კვამლმა მოიცვა
© AP Photo / Eraldo Peresეპიცენტრიდან შორს მდებარე რეგიონებშიც კი ძლიერი დაკვამლიანებაა
ეპიცენტრიდან შორს მდებარე რეგიონებშიც კი ძლიერი დაკვამლიანებაა - Sputnik საქართველო
9/12
ეპიცენტრიდან შორს მდებარე რეგიონებშიც კი ძლიერი დაკვამლიანებაა
© AP Photo / Eraldo Peresტყინს ხანძრის გაჩენიდან ორი კვირის შემდეგ ბრაზილიის პრეზიდენტმა თათბირი გამართა და ყველა უწყების ძალების ხანძრის საწინააღმდეგოდ გამოყენების ბრძანება გასცა
ტყინს ხანძრის გაჩენიდან ორი კვირის შემდეგ ბრაზილიის პრეზიდენტმა თათბირი გამართა და ყველა უწყების ძალების ხანძრის საწინააღმდეგოდ გამოყენების ბრძანება გასცა - Sputnik საქართველო
10/12
ტყინს ხანძრის გაჩენიდან ორი კვირის შემდეგ ბრაზილიის პრეზიდენტმა თათბირი გამართა და ყველა უწყების ძალების ხანძრის საწინააღმდეგოდ გამოყენების ბრძანება გასცა
© AP Photo / Eraldo Peresრთული სათქმელია, რამდენად ეფექტური იქნება მეხანძრეებისა და მაშველების მუშაობა. ხანძარი ამაზონის ტყეში აგვისტოს დასაწყისში გაჩნდა
რთული სათქმელია, რამდენად ეფექტური იქნება მეხანძრეებისა და მაშველების მუშაობა. ხანძარი ამაზონის ტყეში აგვისტოს დასაწყისში გაჩნდა - Sputnik საქართველო
11/12
რთული სათქმელია, რამდენად ეფექტური იქნება მეხანძრეებისა და მაშველების მუშაობა. ხანძარი ამაზონის ტყეში აგვისტოს დასაწყისში გაჩნდა
© REUTERS / RICARDO MORAESამავდროულად ბრაზილიამ უარი თქვა საერთაშორისო ფინანსურ დახმარებაზე ამაზონის ტყეში ცეცხლთან საბრძოლველად, რაც ქვეყანას G7 სამიტის შემდეგ შესთავაზეს
ამავდროულად ბრაზილიამ უარი თქვა საერთაშორისო ფინანსურ დახმარებაზე ამაზონის ტყეში ცეცხლთან საბრძოლველად, რაც ქვეყანას G7 სამიტის შემდეგ შესთავაზეს - Sputnik საქართველო
12/12
ამავდროულად ბრაზილიამ უარი თქვა საერთაშორისო ფინანსურ დახმარებაზე ამაზონის ტყეში ცეცხლთან საბრძოლველად, რაც ქვეყანას G7 სამიტის შემდეგ შესთავაზეს
ყველა ახალი ამბავი
0