Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ყველა დროის საუკეთესო ქართველი ქალი“ – ნახეთ შეუდარებელი მაკა ასათიანის ცვლილება

© Photo: Maka Asatiani / FBმაკა ასათიანი
მაკა ასათიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაკა ასათიანის ტელეეკრანზე, მოდურ ჟურნალსა თუ სოციალურ ქსელში გამოჩენა ყოველთვის დიდ ყურადღებას იპყრობს. ქართული სილამაზის ეტალონი – ასე უწოდებენ ქართველები ყოფილ დიზაინერს.

მიუხედავად უამრავი ტრაგედიისა მაკა ასათიანი შინაგან სილამაზეს არ კარგავს. მის მშვენებას დრო ვერ ცვლის, ვერც განვლილი ცხოვრება და უამრავი ტკივილი. ცნობილია, რომ მაკა ასათიანს წლების წინ ჯერ მამა – კახი ასათიანი მოუკლეს, მოგვიანებით კი ვაჟი, რომელსაც მაკა ძალიან უყვარდა – დუდუ დადიანი. მაკას პირადმა ცხოვრებამ და შინაგანმა სამყარომ დიდი გარდატეხა განიცადა. საზოგადოება მის მუდამ შავ ჩაცმულობას სწორედ ცხოვრებისეულ განვლილ ეტაპებს უკავშირებს.

მაკა ასათიანს მერაბ ჟორდანიასგან ორი ვაჟი – კახი და ლევან ჟორდანიები ჰყავს. მათ სიყვარულზე ქალაქში ლეგენდებს ჰყვებოდნენ, მერაბი მაკას ისეთ სიურპრიზებს უწყობდა, ხალხი გაოგნებით ისმენდა და კითხულობდა. მაგრამ მათი ურთიერთობა ხანმოკლე აღმოჩნდა. მოგვიანებით სილამაზის ეტალონი ცოლად კოტე გოგელიამ მოიყვანა. ცნობილია, რომ კოტე გოგელია რუსეთსა და შვეიცარიაში მოღვაწე ბიზნესმენია. წყვილს ერთი ვაჟი – კოსტა გოგელია შეეძინა.

მაკა ასათიანის სილამაზე ყველაზე გულგრილი ადამიანების აღტაცებასაც კი იწვევს. მისი შარმი, ჩაცმის ევროპული სტილი, ნატიფი სხეული, გამორჩეული მანერები 90-იანი წლების თბილისის განხილვის მთავარი თემა იყო. მიუხედავად ახლანდელი მშვიდი ცხოვრებისა, მასზე საუბარს არ წყვეტენ. ქართულ შოუ-ბიზნესში ერთი-ერთი განსაკუთრებული ადგილი მის დახვეწილობას ეკავა.

ცნობილი ქართველი წლებია შვეიცარიაში ცხოვრობს. პროფესიით აღარ მოღვაწეობს, სამაგიეროდ ახალი გატაცება აქვს. შვეიცარიაში საკუთარი ხელით მცირე ბაღი მოაწყო, სადაც ხილ-ბოსტნეულს უვლის და ოჯახს ნატურალური პროდუქტებით კვებავს. ხუმრობს, რომ სამზარეულოს ნაცვლად ბოსტანში ტრიალებს. ამბობს, რომ თბილისი და ადამიანები ენატრება.

ყველა ახალი ამბავი
0