Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

შორენა ბეგაშვილის თინეიჯერობის უცნობი ფოტო – ნახეთ, როგორ გამოიყურება მსახიობი პლასტიკური ოპერაციების გარეშე

© Photo: Shorena Begashvili / FBშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვარსკვლავმა თინეიჯერული ასაკის ფოტოს გამოქვეყნება გადაწყვიტა. თავად განსაჯეთ, აქვს თუ არა ცნობილ სატელევიზიო სახეს პრასტიკური ოპერაციები.

უცნობი არაა, რომ შორენას ცხოვრება ბევრ ადამიანს აინტერესებს. ამის გათვალისწინებით შორენა თაყვანისმცემლებს უამრავ ფოტოს, „სთორის“, ვიდეოს უზიარებს. მიუხედავად ამისა, ადამიანები გამოქვეყნებული ფოტო-ვიდეომასალით არ კმაყოფილდებიან და მოთხოვნებიც სულ იზრდება.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში კინემატოგრაფია რთულად ვითარდება, შორენას უამრავი სხვა შემოთავაზება აქვს – მას ბევრი წამყვანი ან ნაკლებად ცნობილი კომპანია ბრენდის წარდგენას/რეკლამას სთავაზობს. შორენა ამით ანაზღაურებას იღებს, ხოლო კომპანია დიდ პოპულარობას იძენს.

ტელეწამყვანის მიმზიდველი, ცეცხლოვანი და სექსუალური გარეგნობა, გარდა თაყვანისმცემლებისა, ბევრი ბრენდის ყურადღებასაც იპყრობს. სულ ახლახან მსახიობი ერთ-ერთი ცნობილი მზესუმზირის კომპანიის სახე გახდა, მოგვიანებით სილამაზის ქსელის, მანამდე კი უკვე ყველასთვის ცნობილი ტანსაცმლის ბუტიკის წამყვანი სახეა. ამჯერად მსახიობმა თინეიჯერობის დროინდელი ფოტოს გამოქვეყნება გადაწყვიტა.

შორენას ნორჩი და ხელუხლებელი სახე ამ ფოტოზე კარგად ჩანს. აშკარაა, რომ მსახიობს პლასტიკური ან ესთეტიკური ცენტრისთვის არაერთხელ მიუმართავს. თავად განსაჯეთ – თინეიჯერობის ფოტოსა და ახლანდელი შორენას გარეგნობაში რამდენად დიდი სხვაობაა.

პოზიტიური მსახიობი ფანების განებივრებას არ წყვეტს. უცნობია, თუ რამხელა გამოხმაურება გამოიწვია მისმა ატვირთულმა Instagram "სთორიმ", რომელიც 24 საათში იშლება, მაგრამ ფაქტია, შორენასთვის 24 საათი ძალიან დიდი დროა ფურორის მოსახდენად, 5 წუთი სავსებით საკმარისია, რომ ერთი უწყინარი ფოტო მთელი დღის განსახილველი გახდეს.

ყველა ახალი ამბავი
0