Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ოც­ნე­ბებს რომ აგიხ­დენს, ისე­თი ადა­მი­ა­ნი მყავს მე...“ – ანი ბებია პარიზიდან ფოტოს აქვეყნებს

© Facebook / Ilia Beroshviliილო ბეროშვილი ანი ბებია
ილო ბეროშვილი ანი ბებია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსა­ხი­ო­ბე­ბი ილო ბე­როშ­ვი­ლი და ანი ბე­ბია თა­ვი­ანთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას კარ­გა ხანს მა­ლავ­დნენ.

ილო ბეროშვილი და ანი ბებია ბოლო პერიოდში ერთად მონაწილეობდნენ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“, თუმცა, რეალური ცხოვრებისგან განსხვავებით, ილო ბეროშვილის გმირს „შაგუს“ ანი ბებიას გმირი „ფარმაცევტი ნინო“ ცალმხრივად უყვარდა და მათი რომანი სერიალში ვერ შედგა.

ანი ბებია ილო ბეროშვილთან დაწყვილებამდე საკმაოდ პოპულარული გოგონა იყო. ამას მოწმობს მისი და „შაგუს“ ფოტოებზე დატოვებული ნეგატიური კომენტარები, სადაც სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ელოდება, მალე დაშორდეს ილოს, რომ მან მოიყვანოს ცოლად.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Ani Bebia (@ani.bebia)

ილო ბე­როშ­ვი­ლი და ანი ბე­ბია თა­ვი­ანთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას კარ­გა ხანს მა­ლავ­დნენ, ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ არ სა­უბ­რობ­დნენ, მაგ­რამ თბი­ლის­ში რა და­ი­მა­ლე­ბა. მათი და­წყვი­ლე­ბის შე­სა­ხებ ხმე­ბი ჯერ კი­დევ მა­შინ გავ­რცელ­და, ვიდ­რე სე­რი­ალ „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ ახალ სე­ზონ­ზე მათ პერ­სო­ნა­ჟებს შო­რის გაჩ­ნდე­ბო­და ინ­ტრი­გა.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Ani Bebia (@ani.bebia)

ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ილოს და ანის ერ­თობ­ლი­ვი ფოტო გა­მოჩ­ნდა, კო­მენ­ტა­რებ­ში მათ და­ქორ­წი­ნე­ბას ულო­ცავ­დნენ, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ისინი უბრალოდ ერთად ცხოვრობენ და ოფიციალურ ურთიერთობაში არ არიან.

Посмотреть эту публикацию в Instagram

🌎

Публикация от Ani Bebia (@ani.bebia)

მსა­ხი­ო­ბი საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის­თვის სიყ­ვა­რუ­ლის ახ­სნას და თბილ სი­ტყვებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ ერი­დე­ბა.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Ani Bebia (@ani.bebia)

ახ­ლა­ხან ანი ბე­ბი­ამ Instagram-ის პი­რად გვერ­დზე თავისი და ილოს ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა – წყვი­ლი ზა­ფხულ­ში პა­რი­ზულ არ­და­დე­გებს იწყობს. „ოც­ნე­ბებს რომ აგიხ­დენს, ისე­თი ადა­მი­ა­ნი მყავს მე... სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი! სი­ტყვე­ბით რომ ვერ გად­მოს­ცემ, ისე­თი კარ­გი ადა­მი­ა­ნია. ეს ბიჭი ადა­მი­ა­ნია“, – წერს ანი ბე­ბია ერ­თობ­ლივ ფო­ტო­ზე.

Посмотреть эту публикацию в Instagram

🤠

Публикация от Ani Bebia (@ani.bebia)

კო­მენ­ტა­რებ­ში მსა­ხი­ო­ბე­ბის წყვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლა­ვენ და წე­რენ, რომ ანი და ილო ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან უხ­დე­ბი­ან.

ყველა ახალი ამბავი
0