თბილისის მერი: რუსული კომპანიების მონაწილეობა ტენდერებში პრობლემას არ წარმოადგენს

© Facebook / photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავარია, კომპანიამ დააკმაყოფილოს ყველა მოთხოვნა, რომელიც ტენდერის პირობებითაა გათვალისწინებული, განაცხადა მერმა

თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში რუსული კომპანიების მონაწილეობასა და გამარჯვებაში დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრობლემას ვერ ხედავს.

როგორც ქალაქისთავმა განაცხადა, ქართული ბაზარი გახსნილია ყველასთვის, მათ შორის, რუსული კომპანიებისთვის.

საფერავის პირველ საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებულები დააჯილდოეს >>

„ჩვენი ბაზარი გახსნილია ყველა კომპანიისთვის. ტენდერებში ვინც იღებს მონაწილეობას, ქართული კომპანიები, შეიძლება დამფუძნებელი ჰყავდეს რუსული კომპანია, ეს პრობლემას არ წამოადგენს. მთავარია, იცავდეს კანონს, აკმაყოფილებდეს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც არის ტენდერის გამოცხადების დროს", - განაცხადა კალაძემ „პალიტრა ნიუსის" ეთერში.

კალაძემ აღნიშნა ასევე, რომ საქართველოს არაერთი სტრატეგიული ობიექტი რუსული სახელმწიფო კომპანიების საკუთრებაა.

რუსული კაპიტალი საქართველოს ეკონომიკის ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებში მონაწილეობს, როგორებიცაა ენერგეტიკა, წყალმომარაგება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, მინერალური წყლების წარმოება, ფინანსები, მობილური კავშირი, მომსახურების სფერო და სხვ.

გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო
ქვეშეთი-კობის გზას ჩინური კომპანია ააშენებს

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა. ამჟამად დიალოგი ორ ქვეყანას შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში მიმდინარეობს.

გარდა ამისა, საქართველო-რუსეთის ისედაც რთული ურთიერთობა გამწვავდა ივნისის მიწურულს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო. შედეგად რუსეთის პრეზიდენტმა შეაჩერა რუსეთ-საქართველოს შორის პირველი ავიამიმოსვლა.

ყველა ახალი ამბავი
0