კალაძე: ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა 15 სექტემბრისთვის აღდგება

© Photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერმა კახა კალაძემ ჭავჭავაძის გამზირზე პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადებზე ისაუბრა.
კალაძე: ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა 15 სექტემბრისთვის აღდგება

„თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი მთლიანად დასრულებულია. მხედველობაში მაქვს მიწისქვეშა კომუნიკაციები. ეს არის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, წყლის ახალი მილები, სანიაღვრე სისტემა. დღეიდან იწყება სამუშაოების მეორე ნაწილი. მოეწყობა და მოწესიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან „პიქსელის“ შენობამდე, ავტომობილით გადაადგილება 15 სექტემბრისთვის იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგდა.

ყველა ახალი ამბავი
0