„ინსტაგრამ“ გვერდი sovietvisuals-ი საქართველოში, კერძოდ აბასთუმანში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ახალგაზრდა ქალი ძალიან გრძელი თმით და თეატრალური ჩაცმულობით მდინარის პირას პოზირებს. მის უკანა ფონზე ჩანს შეიარაღებული მამაკაცი, ყაბალახით. ფოტო 1929 წლის 31 აგვისტოსაა გადაღებული.
როგორც „ინსტაგრამზე“ ფოტოს აღწერაშია მითითებული, გვერდს ეს ფოტო მარგარიტა მელიაკოვამ მიაწოდა, ფოტოზე ასახული ქალი კი მისი დიდი ბებია რუჟენაა.
ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ ქალი ნამდვილი რაპუნცელია.