თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. ძალოსანმა გიორგი როსტომაშვილმა ბათუმის ნავსადგურში მსოფლიო რეკორდი დაამყარა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ძალოსანმა თითზე მობმული თოკით ადგილიდან დაძრა და 5 მეტრზე გასწია საზღვაო ბუქსირი „თამარა 2“, რომლის წონა 200 ტონას აღემატება.
საწყლოსნო ტრანსპორტის თითით გაწევაში მსოფლიო რეკორდი პირველად დამყარდა. რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯები აკვირდებოდნენ.
ღონისძიება ენერგეტიკული სასმელის „მაქს ფაუერის“ სპონსორობით და ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მხარდაჭერით ჩატარდა.
29 წლის გიორგი როსტომაშვილი არაერთი ძალისმიერი რეკორდის ავტორი და 2015 წლის „რეკორდსმენთა თასის“ გამარჯვებულია. ასევე მსოფლიო რეკორდსმენია მისი ძმა - ირაკლი როსტომაშვილიც.