გასული წლის ოქტომბერში თბილისის მერს კახა კალაძესა და მის მეუღლეს ანუკი არეშიძეს ვაჟი – ნიკოლა შეეძინათ. ის წყვილისთვის მეოთხე ვაჟია. პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძე 12 წლისაა, მეორე – კახაბერ კალაძე – 7 წლის, ვაჩე კალაძე კი – 5-ის.
კახა კალაძის პოლიტიკური კარიერიდან გამომდინარე, შვილებთან ურთიერთობისთვის ნაკლები დრო რჩება. მიუხედავად ამისა, ყველა კარგად ხედავს, რომ ოჯახი თავს იყრის საზღვარგარეთ სხვადასხვა მდიდრულ კურორტებსა თუ ევროპის გამორჩეულ ქალაქებში.
ანუკისა და კახის მეოთხე ვაჟი ერთი წლის გახდა. სავარაუდოდ, ამიტომ გადაწყვიტეს მშობლებმა მისი ფოტოს გასაჯაროება, რომელსაც გამორჩეული ოჯახის თაყვანისმცემლები დიდი მოთმინებით ელოდნენ. ნიკოლა თბილისის მერსა და მის მეუღლეს 2018 წლის 4 სექტემბერს შეეძინათ. ახალშობილი 3.290 კგ დაიბადა.
კახიმ თავის Instagram-ზე რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, მაგრამ პატარა ოქროსფერთმიანი ბიჭუნას სახე არსად ჩანდა და ეს ხალხის ინტერესს უფრო მეტად იწვევდა.