ახალსოფლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია: სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ტექნიკა ჩაერთო

© photo : Emergency Management Service / FBკახეთში ხანძრის ჩაქრობაში თავდაცვის სამინისტროს ტექნიკა ჩაერთო
კახეთში ხანძრის ჩაქრობაში თავდაცვის სამინისტროს ტექნიკა ჩაერთო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთელი ღამის განმავლობაში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა

თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია, იუწყება პირველი არხი.

ტყის ხანძართან ბრძოლა გორში - Sputnik საქართველო
გორის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლოკალიზებულია

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა განაცხადა, მთელი ღამის განმავლობაში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა.

„რთული რელიეფის გამო, სამუშაოებში ჩაერთო თავდაცვის სამინისტროს სპეციალური მუხლუხოიანი ტექნიკა, რომელიც მიაწვდის წყალს მეხანძრე-მაშველებს. ამასთან, გზა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში იჭრებოდა, უკვე გაყვანილია და ახლა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.

რთული რელიეფის გამო, სახანძრო ტექნიკა ვერ ახერხებს ხანძრის კერებამდე მისვლას, ამიტომ გზის გაყვანისა და ცალკეული კერების ჩაქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მძიმე მუხლუხოიანი ტექნიკას ჩაერთო.

სოფელ ახალსოფლის ტყეში შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განაახლეს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ხანძარი 23 აგვისტოს გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი 40 ჰექტრამდე ფართობზე გავრცელდა. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩართული იყო სამი ვერტმფრენი და 70 მეხანძრე-მაშველი.

სპეციალისტებმა ნახანძრალი ტერიტორიის შესწავლა დაიწყეს, რათა დადგინდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

ყველა ახალი ამბავი
0