თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, იუწყება პირველი არხი.
შემთხვევა გასულ ღამეს, სოფელ ჯაპანასთან მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.