Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

გუფი და ქეთა თოფურია შერიგდნენ? - ნახეთ რა გამოაქვეყნა ქეთას „სთორის“ შემდეგ რეპერმა

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშირეპერი გუფი
რეპერი გუფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სან-ტროპედან გამოქვეყნებული ნიშნობის ბეჭდიანი ფოტოს შემდეგ, ქეთამ უკვე მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო დადო

რეპერ გუფისთან დაშორების შემდეგ, A sTudio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ილაპარაკებდა. იტალიაში წასვლის წინ კი ერთ-ერთ ინტერვიუში ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს.

მისმა Instagram-ზე გამოქვეყნებულმა გუშინდელმა „სთორიმ“ კი საზოგადოებას ახალი სალაპარაკო თემა მისცა. სან-ტროპედან გამოქვეყნებული ნიშნობის ბეჭდიანი ფოტოს შემდეგ, ქეთამ უკვე მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო დადო, სადაც მათი მხოლოდ ხელები ჩანს და  წყვილს ხელი აქვს ჩაკიდებული, კადრს კი – გულის ესკიზი ერთვის, რომელიც მალევე წაშალა.

მომღერალი იტალიის მზიან სანაპიროზე დაქალებთან და შვილთან ერთად იმყოფებოდა. ქეთას „სთორის“ შემდეგ, რომელიც თვითმფრინავშია გადაღებული, ცოტა ხანში რეპერმა გუფმაც დადო სთორი, მისი თანამგზავრი არ ჩანს, თუმცა ვიდეო თვითმფრინავის აფრენის დროს არის გადაღებული, რაც სერიოზულ ეჭვს აჩენს, რომ წყვილი შესაძლოა ერთად იმყოფებოდა დასასვენებლად.

ქეთა თოფურიას და რეპერის ურთიერთობას 2017 წლის იანვრიდან რუსული და ქართული პრესა აქტიურად განიხილავდა. სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც წყვილი ტაილანდში, კუნძულ სამუიზე ერთად ისვენებდა.

წყვი­ლი ოფიციალურად რამდენიმე თვის წინ დაშორდა, და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი კი ღა­ლა­ტია – რე­პერს 18 წლის ეკა­ტე­რინ­ბურ­გელ გო­გო­ნას­თან, ია­ნას­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა.

გუფი ცდი­ლობ­და, რო­მა­ნის შე­სა­ხებ ქე­თას არა­ფე­რი შე­ე­ტყო, თუმ­ცა ია­ნამ მო­ი­სურ­ვა, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი გამ­ხდა­რი­ყო და რე­პე­რის და­შან­ტა­ჟე­ბა და­ი­წყო. გუფ­მა ია­ნას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­წყვი­ტა, თუმ­ცა ამ ამ­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლამ შე­ი­ტყო. მას შემდეგ, ყვითელი პრესა აქტიურად საუბრობდა წყვილის შერიგებაზე, თუმცა აქამდე მათ ამის შესახებ არ უსაუბრიათ.

ყველა ახალი ამბავი
0