Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დედამ მამას პერანგი გულში ჩაიკრა და იტირა...“- რა მოუვიდა გია ჯაჯანიძის მამას?

გამოწერა
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე ნოსტალგიურ ტალღაზეა. მან მთელი ზაფხული მამულში გაატარა და ძველი სახლის  ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა

საზოგადოებისთვის ცნობილ გია ჯაჯანიძეს ძალიან უყვარს მაყურებლის გულის აჩუყება. ტელეეკრანის გარდა, სოციალურ ქსელშიც პოპულარობით სარგებლობს. მის პოსტებს მუდამ დიდი გამოხმაურება მოჰყვება. ადამიანები გულწრფელი წერილებით და კომენტარებით ეხმაურებიან ტელეწამყვანის სიტყვებს. გია ჯაჯანიძე კი, თავის მხრივ, მათ საინტერესო ისტორიების მოყოლით ანებივრებს.

სატელევიზიო სახემ ეს ზაფხული მამულს, სოფელში ხეტიალს და ნათესავებს დაუთმო. ცოტა ხნის წინ მოხუცი მამიდა მოინახულა და თბილი სიტყვები სურათს დაურთო. „დღეს მე მივედი მის სანახავად, ჩამეხუტა, სახეზე ხელებს მისვამდა, როგორც პატარა ბავშვს ეფერებიან ისე. როგორ ხარო ბევრჯერ მკითხა, მეტი არაფერი... ტირილით წამოვედი, ვერ მიცნო“,- წერს გია.

ნოსტალგიური ზაფხული ბავშვობის გახსენებით დაიწყო და ჭიათურას, მის მშობლიურ კუთხეს ესტუმრა. აქ, გიამ მამის პერანგი აღმოაჩინა, რომელიც თბილისში წამოიღო და დედა აატირა. გიას მიერ გაზიარებულ ფოტოზე 49- წლიანი სხვაობაა.

აი, რას წერს ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი...

„ამ სურათზე მთავარ როლში ეს პერანგია, რომელიც მაცვია. 49 წლის წინ, 1970 წელის 1 სექტემბერს, პირველად მამამ წამიყვანა სკოლაში და მას ეცვა ეს პერანგი, რომელიც ახლა მე მაცვია ფოტოში. ახლახან ჭიათურაში ვიყავი და წამოვიღე. დიდი სევდაა. რომ ჩამოვიტანე და დედაჩემმა ნახა, გულში ჩაიკრა მამას პერანგი და იტირა, მეც ვტიროდი“.

ყველა ახალი ამბავი
0